1. ვერძი
მარტოხელა ვერძებისთვის კარგი ამბავი გვაქვს: სიყვარული გეწვევათ, მხოლოდ სრულიად მოულოდნელ მომენტში. არ ღირს, უარი თქვათ ახალ ნაცნობობაზე და უკარებას როლი ითამაშოთ. ახალი რომანები და მსუბუქი ფლირტი ღორის წელში გამორიცხული არაა, მაგრამ ორ კურდღელს ერთად

დაოჯახებულ ვერძებს მეორე ნახევრებთან ჰარმონიული პერიოდი დაუდგებათ. იდეალური პერიოდია ბავშვის გასაჩენად. მარტოხელა ვერძებმა კი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ინტიმურ კავშირებში, რადგან ღორი მოწადინებულია, რომ ვერძებს შთამომავლობის გამგრძელებლები აჩუქოს.
2. კურო
ამ ნიშნის წარმომადგენლებმა თავი ხელში უნდა აიყვანონ და ვნებები მოთოკონ. იდეალური პერიოდია პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. თუ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ, ძალ-ღონე მიმართეთ საცხოვრებლის შეძენისკენ. უარი თქვით დროებით და ხანმოკლე რომანებზე.

კიდევ ერთი რჩევა: ნაკლები იეჭვიანეთ პარტნიორზე, მით უფრო, ამისთვის საბაბი არ გაქვთ. თუ ურთიერთობის დაკანონება გსურთ, სწორედ შესაფერისი პერიოდია. ქორწილის მაგივრად კი, გირჩევთ, თქვენ ორნი სადმე თბილ ქვეყანაში გაემგზავროთ.
დაოჯახებულმა კუროებმა დისტანცია უნდა დაიჭირონ მეგობრებთან და ნათესავებთან - მათ შორის ბევრია ისეთი, რომლებიც შურით გიყურებთ.
3. ტყუპები
ტყუპებს ამ წელს თაყვანისმცემლებისგან ყურადღება არ მოაკლდებათ. მთავარია, მხოლოდ სწორი და დროული არჩევანი გააკეთოთ. ასტროლოგები გირჩევენ, მალე გამოეთხოვოთ მარტოხელას ცხოვრებას. მათ, ვინც საკუთარ თავში ძალას იპოვის, რომ უარი თქვას საყოველთაო ყურადღებაზე, 2019 წელს ყვითელი ღორი ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას პირდება. განაგრძეთ კითხვა: