შექსპირის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერევანში იმართება და მონაწილეობას მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის თეატრი იღებს.
აღნიშნულ ფესტივალზე საქართველო უკვე მეორედ არის მიწვეული. გასულ წელს ქვეყნის სახელით რუსთაველის თეატრი წარსდგა. წელს კი ფესტივალის ორგანიზატორებმა მოძრაობის თეატრი მიიწვიეს.
ფესტივალის ჟიური მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან მიწვეული თეატრმცოდნეებისა და კრიტიკოსებისგან არის დაკომპლექტებული. გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოავლენენ.

„ქარიშხლის“ რეჟისორის იოსებ ბაკურაძის თქმით, ქარიშხალი შექსპირის უკანასკნელი და ყველაზე ჯადოსნური
„ეს ჩემი პირველი დადგმა იყო შექსპირის პიესებიდან, რომელიც შექსპირის საიუბილეო წელიწადს დავდგი. შექსპირის საიუბილეო წელიწადს მინდოდა, ახალი სპექტაკლი დამედგა და ”ქარიშხალი” განვახორციელე, რადგან დასის შემადგენლობა მაძლევდა საშუალებას, ყველაზე ჯადოსნური პიესა დამედგა შექსპირის პიესებიდან. მოძრაობის თეატრის სპეციფიკაც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ უსიტყვოდ გადმოგვეცა შექსპირის უკანასკნელი პიესის სიუჟეტი”, - აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე.

მოძრაობის თეატრი ერთგვარი ჟანრების თეატრია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.
----------------------
საკონტაქტო პირი
მოძრაობის თეატრის პრესსამსახური მარი ონეზაშვილი
ტელ: 599 18 07 44 / ელ-ფოსტა mari.onezashvili@gmail.com