ახალმთვარეობის დროს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა გამყარდება და რომანტიკული მაგიით აივსება.
სასწორის ზოდიაქოს ნიშანს, ასტროლოგიის მიხედვით, სიყვარულის მფარველი პლანეტა, ვენერა განაგებს.
სასწორის ზოდიაქოს ნიშანი მშვიდობასთან, სიყვარულთან და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებთან ასოცირდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასწორი მართალია, საუკეთესო დიპლომატია, მაგრამ ამავდროულად, ცოტა მშიშარაა, ამიტომაც უნდა ეცადოთ, რომ ურთიერთობებში შიშმა არ შეგიპყროთ.
დაკავდით რაიმე სახელოვნებო საქმიანობით. არაუშავს, თუ საკუთარ
ყურადღება მიაქციეთ ჩაცმის სტილს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ არ ჩაიცვათ მუქიფერის სამოსი. მხიარულ და ღია ფერებზე შეაჩერეთ არჩევანი.
სამყაროსგან დადებით ენერგიას მიიღებთ და ახალი მთვარის ენერგეტიკა მთელი თვის განმავლობაში გაგყვებათ, თუ რვა ოქტომბერს შესაბამისად დაგეგმავთ.
იდეალური იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად საცეკვაოდ წახვალთ, ან რომანტიკულ საღამოს მოაწყობთ მყუდრო გარემოში.