06 ოქტომბერი, 2018
6 პოზა მათთვის, ვისაც ტრადიციულად ორგაზმის მიღწევა უჭირს
თუ ორგაზმის მიღწევა ტრადიციულად — მხოლოდ პენისის შეღწევით გიჭირს (რაც სრულიად ნორმალურია), კლიტორის დამატებითი სტიმულირების მიზნით, სათამაშოს ან ხელის ჩართულობა დაგჭირდება. ამ რჩევებს ქალების ორგაზმის შესახებ გადაღებული ფილმის — Science, Sex and the Ladies-ს სცენარის თანაავტორი და რეჟისორი — Trisha Borowicz-ი გვთავაზობს.

პარტნიორის ხელთან ახლოს

image

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ორგაზმის მისაღწევად საუკეთესო პოზაა — ქალი ზემოდან, თუმცა, ეს იმათ ეხებათ, ვისაც ორგაზმის მიღწევა მხოლოდ პენისის შეღწევით შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დახრილობის სწორი კუთხე უნდა მოირგო, პარტნიორს კი
პატარა ვიბრატორი მიაწოდო, რომელიც კლიტორის სტიმულირებაში დაგეხმარება. ამ პოზის ბონუსი ისაა, რომ პარტნიორს საუკეთესო ხედი აქვს, შენი ორგაზმით დატკბეს.

„თითების ეფექტი“

image

გვერდულად ისე დაწექით, რომ ერთმანეთის პირისპირ მოექცეთ, ცალი ფეხი კი მის თეძოზე მოათავსე.

„ახლო კონტაქტის“ სესია

image

ამ პოზაში სპეციალურად კლიტორის სტიმულირებისთვის განკუთვნილი ვიბრატორი, მაგალითად — Magic Wand-ი („ჯადოსნური ჯოხი“) დაგჭირდება. თუმცა, Magic Wand-ს საკმაოდ დაკვირვებით შერჩევა სჭირდება.
მისი მოხმარება საკმაოდ ფრთხილად — ოდნავი შეხებით ხდება და სასურველია, ამის შესახებ პარტნიორიც გააფრთხილო. სპეციალისტები გირჩევენ, Magic Wand-ს დამატებითი სირბილისთვის ბუნებრივი, ნაზი ფაქტურის ქსოვილი შემოახვიო და ისე გამოიყენო.

მაგიდაზე ზურგზე დაწექი და ფეხები პარტნიორს წელზე შემოჰხვიე. როდესაც შენში შემოვა, სთხოვე, დამატებითი სტიმულირებისთვის, სწორედ Magic Wand-ი გამოიყენოს.

„კოვზების“ ეფექტი

image

თუ პარტნიორთან შენი სექსუალური ფანტაზიების სრულად გამოვლენა ჯერ კიდევ გერიდება, გარდამავალ პოზას — „სფუნინგს“ მიმართე. პარტნიორს შეუძლია შენში უკნიდან შემოვიდეს, თანაც, კლიტორის ან მკერდის სტიმულირებისთვის, ხელები ორივეს თავისუფალი გექნებათ.

„მისიონერული“ პოზა

image

მცდარია მოსაზრება, თითქოს ამ პოზაში ორგაზმის მიღწევა რთულია. „მისიონერული“ პოზის ამოცანაა, შენმა პარტნიორმა სხვადასხვა მიმართულებით ბევრი არ იმოძრაოს. უთხარი, რა გსურს, რომ გააკეთოს, თავად კი თეძოები ისეთ პოზიციაში მოათავზე, რომ სექსის დროს კლიტორით მას ეხებოდე.

„ხახუნის“ ეფექტი

image
თუ გსურს, რამე ახალი სცადო და არ გრცხვენია, პარტნიორის ფეხს თამამად შეეხო, ზემოდან, რევერსულ პოზაში მოთავსდი და სთხოვე, ცალი ფეხი მოხაროს, მოძრაობის დროს კი მენჯით მის ფეხს შეეხე, შენთვის სასურველი წერტილი დაიჭირე და არ გაჩერდე.

მომზადებულია კოსმოპოლიტენის მიხედვით

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
იაიაია
აშკარად ვერ ხართ კარგად!!! სხვა საინტერესო ვერაფერი იპოვეთ?!!! ამ ვიწრო სპეციალიზაციით დაკავება საინტერესო, მაგრამ ყველასთვის საჭირო არ მგონია იყოს, მითუმეტეს, ინტერნეტსივრცე ბავშვებისთვის ისედაც ღიაა. მოკლედ, დიეტები და სამედიცინო რჩევები უფრო საჭიროა, ვიდრე კამასუტრადან გადმობეჭდილი პოზები;((( რა საინტერესო გვერდი იყო და სულ გააბანძეთ! სამწუხაროა:(
16:33 / 09-10-2018
გამოხმაურება / 0 /
Johnny Sins
ამ სტატიის ავტორი დატვირთეთ!!!
12:13 / 08-10-2018
გამოხმაურება / 2 /
შალვა
დატვრთეთ, და თან არატრადიციულ პოზაში
17:13 / 08-10-2018
giorgi
დაგლიჯა :))))))
04:04 / 11-10-2018
TOPS