05 ოქტომბერი, 2018
"სალომე ზურაბიშვილისთვის საქართველო იყო მთავარი, ქვეყანაზე ფიქრით ცხოვრობდა"
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სასაუბროდ ცნობილ მსახიობს, კახი კავსაძეს დავუკავშირდით... ცნობილია, რომ კახი კავსაძეს პოლიტიკაზე საუბარი არ უყვარს და ყოველთვის თავს იკავებს, მაგრამ ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა და თავის აზრი გულახდილად გაგვიზიარა...

- ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, გეტყვით, რომ თუ თქვენ ადამიანი გძულთ, დამიჯერეთ, რომ თქვენც სძულხართ სხვას! ამიტომ აუცილებელია ერთმანეთი შევიყვაროთ, დღეს ეს ძალიან გვჭირდება...

- ბატონო კახი სამი შვილის დედა ოკუპანტებმა საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს და მას გარკვეული პერიოდის გატარება ცხინვალის იზოლატორში მოუწევს...


- ჩვენ რა
ვქნათ, ხალხმა ხმალი ამოვიღოთ, დავდგეთ გზაზე და ჰარიჰარალე ვიძახოთ?! რა უფლება მაქვს ვინმეს ჭკუა ვასწავლო?! ვისაც დავალებული აქვს ეგ საქმე, ფიქრობს და დარდობს, მათ უნდა მიხედონ! ხალხი ხომ ვერ გამოვალთ ჯოხებით და დავერევით მტერს?!

- საპრეზიდენტო კანდიდატებზე გკითხავთ... ხელისუფლება მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უჭერს. რა აზრის ხართ მასზე?

- როგორი აზრის ვიქნები ქალზე, რომლისთვისაც საქართველო იყო ყოველთვის მთავარი და ჩვენს ქვეყანაზე ფიქრით ცხოვრობდა მუდამ?! ძალიან ზრდილობიანი, თავმდაბალი და განსაკუთრებულად კარგი ქალბატონია! მე თვითონ შევესწარი რამდენიმე რჯულის ხალხში რომ იდგა და ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა. ჩემზე ამაყი იმ წუთში არავინ იყო, როცა ვხედავდი ქალი ხუთ სხვადასხვა ენაზე როგორ უხსნიდა ყველაფერს. უბედნიერესი ვიყავი მისი შემყურე! განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
კ ო მ ბ ლ ე
აი რა შეუძლია ბიძო დე მუხა ჩაახრიგინას დამსახურებულ პენსიას. რიონის მღვრიე წყალს ღვინოდ აქცევს, სალომეს ანგელოზად.
03:31 / 06-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ნია
ეხ,კახი ბატონოვ გამოშტერებულხარ მთლად.
19:02 / 05-10-2018
გამოხმაურება / 0 /
Niania
B.kavsadze,ivanishvilis klounad yofna -tqveni da berikashvilsa, Ase tu ise ,erma "chaylapa da ise ny izamt rom is "gadaylapulic"ertianad camogayaron tavze!
17:28 / 05-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS