26 სექტემბერი, 2018
ბეირუთი თბილისში - სიახლე, რომელიც დაგაინტერესებთ
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ღონისძიება დაუვიწყარი იყოს? - გართობა, ემოციები, ბევრი სიურპრიზი, სასიამოვნო მუსიკა და უგემრიელესი მენიუ. სწორედ ასეთი ღონისძიების ორგანიზება მოაწყო „Bloom event-მა“ „ბეირუთში“.
ეს ახალი ლიბანური კაფე-ლაუნჯია, რომელიც თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 2 ნომერში, 21 სექტემბერს გაიხსნა.

კაფეს დამფუძნებელი გახლავთ ნაბილ ასაფი, რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოში გაეხსნა კაფე და ქართველებისთვის თავისი ეროვნული სამზარეულო გაეცნო.

ნაბილ ასაფი:
- ოჯახთან ერთად ვსტუმრობდი თბილისს. მეგობარი მესაუბრა ამ ქალაქისა და ქვეყნის შესახებ, რის შემდეგაც ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ
თბილისში გავხსნიდი ლიბანურ კაფეს, რომ ქართველებისთვის ჩვენი სამზარეულო და კულტურა გაგვეცნო. ჩვენი სამზარეულო გამოირჩევა კერძებით, რომელიც მწვანე, ორგანული და ახალი პროდუქტებისგან მზადდება. სწორედ ასეთი კაფე გავხსენით თბილისში.

კაფე ლაუნჯის ქართველ სტუმრებს პირველად მიეცემათ საშუალება, რომ ლიბანური სამზარეულო დააგემოვნონ. „ბეირუთში“ სტუმრებს მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები და განსხვავებული ემოციები დახვდებათ.

Rating

Rating
Rating
Rating
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ბუბა
ყოველ დღე მიწევს მანდ სიარული და შიგნით კაფეში შესული მე არავინ მინახავს...არა მგონია დიდხანს გაქაჩოს
18:53 / 01-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS