24 სექტემბერი, 2018
"მაგიას ვადა როგორც კი გაუვა, უნდა განვაახლოთ" - ცნობილი მაგი გვიმხელს, როგორ უნდა ამოვიცნოთ ადამიანი, რომელმაც ჯადო გაგვიკეთა
ცნობილი მაგი, რომელიც ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს, გვესაუბრება ჯადოებსა და მისტიკაზე. როგორ უნდა ამოვიცნოთ, თუ გაგვიკეთეს ჯადო, როგორ დავიცვათ თავი შავი მაგიისგან, საერთოდ არსებობს თუ არა განსხვავება შავსა და თეთრ მაგიას შორის და რა როლი აქვს მაგიას ხელისუფლებაში?

ჩვენი რესპოდენტის თქმით, ყველა ქვეყანას ჰყავს მაგები, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი რეგიონის უსაფრთხოებაზე, ერთგვარი ნიშნების შექმნით. ცნობილი მაგი ამბობს, რომ საქართველოს დამცავი ნიშნები მიშა სააკაშვილმა წაშალა, რაც, მისივე თქმით, ძალიან სახიფათოა ქვეყნის განვითარებისთვის. ის ასევე ამბობს, რომ თანამედროვე ქართველი
პოლიტიკოსები არ არიან ქრისტიანები, საქართველოს მთავრობაში ორი ძირითადი რელიგიის ბრძოლა მიმდინარეობს...

- შენზე გვიამბე, რამდენი ხანია, რაც ამ საქმით ხარ დაკავებული? როდის აღმოაჩინე შენში ეს ნიჭი?
- საიდან მოვიდა და ბებიასგან და ბაბუასგან... თან დავიბადე დაღიანი, ანუ შრამიანი. შეიძლება ითქვას, გავლენა ჩემმა დაბადების დღემაც იქონია... დავიბადე, ასე ვთქვათ, ძალიან "მწარე" დღეს. არ დავაკონკრეტებ, რომელი დღეა... ბებიას განსხვავებული, სპეციფიკური აღზრდის მეთოდები ჰქონდა, ყოველთვის მოგვიწოდებდა, ყველაფერს დავკირვებოდით. დეტალებზე დაკვირვებით უნდა განსაზღვრო, შენი ცხოვრება. იცით?

აბსოლუტურად ყველა დროისა და ქვეყნის ხელისუფლება იყენებდა მაგიას, ქვეყნის სამართავად. გსმენიათ მასონებზე? კაბალისტებზე? ილუმინატებზე? ეს ყველაფერი ხომ მაგიაა? ყველა სარწმუნოების საფუძველი მოდის მაგიიდან. მამაოები ხომ ამბობენ, როგორც შენ გჯერა ქრისტესი, ისე რწმენა უნდა გქონდეს ეშმაკის... მაგიის გამოყენების დროს, აუცილებელია, გჯეროდეს.

- პირველად როდის და რატომ გამოიყენეთ მაგია?
- როდის გავაკეთე ვერ გეტყვი, ჩვენ ამით ვცხოვრობთ...ვვარსებობთ... ეს არის ჩვენი რუტინა.

- როგორ კეთდება?
- გააჩნია, რისი გაკეთება გინდა...

- ქართველებს რისი გაკეთება უნდათ ხოლმე, უმეტესად?
- თანამდებობა, სიყვარული, კაცის დაბრუნება, კაცის მოპარვა ოჯახიდან, ფული... იცით რა, ქართველები არასდროს არ ითხოვენ ჯანმრთელობას, უცხოელებისგან განსხვავებით... უცხოელები ჩამოდიან კიდეც, ჯანმრთელობაზე მაგიის შესაკვეთად. ქართველები ყველაფერს მიიღებენ, ოღონდ ჯანმრთელობისთვის ფულს არ გადაიხდიან, არ არსებობს. ადამიანის სურვილის მიხედვით, უნდა გამოითვალო, რა ფაზაში იყო მთვარე, როდესაც დაიბადა და რა რიცხვია მისთვის წარმატებული... ძალიან რთული პროცესებია. ვარსკვლავთმრიცხველთა პროფესიასაც ვითავსებ, შეიძლება ითქვას.

- ქართველი პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ მაგიას?

- არამარტო ქართველი, ყველა პოლიტიკოსი იყენებს მაგიას...

- შეგიძლია, გაიხსენო შემთხვევა, როცა შენთან იყო პოლიტიკოსი?

- დაახლოებით 5-6 წლის წინ იყო, დაწინაურდა და ახლაც საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს მთავრობაში. მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველამ გაითვალისწინოს, რომ მაგიას აქვს თავისი დრო! რომ შეუკვეთავ, 1-2, 3 წლის განმავლობაში, ან უფრო მეტ ხანსაც შეიძლება იმუშაოს, გააჩნია რას აკეთებ, ყველაფერს თავისი ე.წ. მოქმედების ვადა აქვს. როცა ვადა გაუვა, ეგრევე უნდა განაახლო. აბსოლუტურად ყველა მაგიას აქვს განახლების ვარიანტი.

- ახლანდელ არჩევნების კანდიდატებიდან ვინმეს ხომ არ მოუმართავს?
-(იღიმის...) ყველას ჰყავს თავისი მაგი... მიმდინარეობს ბრძოლა მასონებსა და კაბალისტებს შორის. ისინი არ არიან ქრისტიანები, ისინი არიან მასონები და კაბალისტები, ეს არის ორი, მიმდინარე რელიგია საქართველოში ოცდამეერთე საუკუნეში. იმარჯვებენ მასონები, მაგრამ კაბალისტები არასდროს არ იხევენ უკან. მე მგონია, რომ კაბალისტები გაიმარჯვებენ.

- შოუბიზნესიდანაც ბევრი მოგმართავთ...
- კი... იყო ერთი ძალიან დაჩაგრული პიროვნება, ნაცების დროს. მაშინ არავინ იცოდა, ოცნება მოვიდოდა თუ ნაცები დარჩებოდა. იხდიდა ფულს და უნდოდა, ყოფილიყო წარმატებული, ისეთი გვარი ჰქონდა, თითქოს გვარიც აფერხებდა. მე მას გავუკეთე მაგია, მოვიდა მთავრობაში ოცნება და ეს პიროვნებაც, ასე ვთქვათ, წამოდგა ფეხზე. დღესაც მადლობელია, მაგრამ შევუთვალე, რომ გავიდა მაგიის დრო.

- როგორ ხდება მაგიის გაკეთება, რაიმე რიტუალი ტარდება? აი, მაგალითად, როცა სურთ შეყვარებული დაიბრუნონ, რა რიტუალს ატარებენ?

- იცი, ძალიან რთულია მაგიით შეყვარებულის დაბრუნება. როცა გინდა, საყვარელი ადამიანი დაიბრუნო მაგიით, ეს ნიშნავს, რომ შენ თავში არ ხარ დარწმუნებული, რომ მას საკმარისად უყვარხარ, რომ სხვაში არ გაგცვალოს...თუ შენ მაგიას რთავ, ესეიგი არ ხარ დარწმუნებული შენ თავში...

- ხო მაგრამ, ბევრი ხომ აკეთებს...
- კი, ძალიან ბევრი და არ ამბობენ. მაგრამ ადამიანს, როცა მაგია აქვს ჩართული, კვალი თვალებში ეტყობა - ეშმაკური თვალები აქვს, თითქოს გაურბის მზერა. როცა ადამიანს არაფერი აქვს დასამალი, ის თვალებში გიყურებს.

- ცაგარელმა თქვა, რომ ათი კაციდან რვას ჯადო აქვს გაკეთებული. როგორ უნდა მოვიხსნათ ჯადო? ჯადოს მოხსნაც, ერთგვარი ჯადოა?
- კი, ძალიან ბევრს აქვს ჯადო, ქალს თუ კაცს მნიშვნელობა არ აქვს. ჯადოს მოხსნა არ არის ჯადო, ეს ძალიან რთული რიტუალია. ეს არ ხდება ერთი მოსვლით, საკმარისი არაა ერთი და ორი კვირა. შეიძლება ჯადო გადადიოდეს გვარით, მამისგან, დედისგან...
ჯადოს მოხსნის რიტუალს უნდა ესწრებოდე, მაგრამ შელოცვებს მაგი აკეთებს. გააჩნია, ჯადო შეიძლება იყოს ოჯახზე, პიროვნებაზე, გვარით გადასული...

- სად ტარდება მაგიური რიტუალები?
- მაგას ვერავინ გაიგებს, ვერც ერთი მაგი ვერ გეტყვის, დამოკიდებულია სიტუაციაზე, ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია.
თბილისს იცავდა ნიშნები. იცით, როგორ არის? საქართველოს ჰყავს თავისი მაგები, არც ისე ბევრნი არიან. ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი მაგები, რომლებიც მუშაობენ თავიანთი ქვეყნის საკეთილდღეოდ, წარმატებისთვის, დასაცავად.
მიშამ ეს ნიშნები მოხსნა... და საქართველო გახდა შიშველი...

- ანუ, ცუდი გააკეთა?

-კი, ამით საქართველო დაუცველი გახდა.

- როგორ უნდა დავიცვათ თავი მაგიისგან?
- არავინ თქვას, მაგიის არ მჯერა და დაცული ვიქნებიო... იმის მიუხედავად, რომ ჯვარს ვატარებთ, საჭიროა სპეციალური დაცვის გაკეთება. უნდა ატარო სპეციალურად გაკეთებული დაცვა. ეს არის სპეციალური ამულეტი, რომელიც ან სკდება, ან იკარგება... ეს ნიშნავს, რომ თავის თავზე აიღო ამულეტმა ყველაფერი უარყოფითი.
აბსოლუტურად ყველა წარმატებული ოჯახი იყენებს მაგიას. ქრისტიანობა, რწმენა, ეკლესია და ლოცვა არ გამორიცხავს მაგიის არსებობასა და საჭიროებას.

- კვეთებულის ლოცვა შველის ჯადოებს?
- ჯადოებს ყველაფერი შველის, თუ გაქვს რწმენა. შენ უნდა გჯეროდეს, რომ მე გიშველი, და უნდა გჯეროდეს, რომ შელოცვები გადმოდის შენზე და მოქმედებს.

კვეთებულის ლოცვა ძალიან მძიმეა, ამ ლოცვამდე საჭიროა მიხვიდე მაგთან, რომ გამოგილოცოს. ეს ურთულესი, უმძიმესი ლოცვაა.

- სახლში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მივხვდეთ, რომ ჯადო გვაქვს?
- შენ სახლს ხომ იცნობ? რომ შენიშნავ ნივთს, რომელიც არასდროს გინახავს, ბუნებრივია, უნდა დასვა კითხვა, აქ რა უნდა? ვინ მოიტანა?

როცა ოჯახში ყველაფერი რიგზე იყო და მოულოდნელად დაიძაბა ურთიერთობები, ან შეიქმნა ფინანსური პრობლემები, უნდა დაუკვირდე, ვინ იყო სტუმრად, რამე ხომ არ დადეს? ვინ იწუწუნა... ბებიების თაობა ყოველთვის უკვირდებოდა ასეთ დეტალებს და ეს მართალია, ტყუილად არაფერი ხდება, ყველა დეტალს უნდა დაუკვირდეთ.

მარიემ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ხათუნა
იქნებ მოახერხოთ და დამაკავშიროთ ამ ადამიანს გთხოვთ.
01:54 / 25-04-2021
გამოხმაურება / 0 /
მეგი
დამაკავშირეთ ამ ადამიანთან გთხოვთ
23:35 / 25-03-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS