თუკი ასტროლოგიური გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ, რომეოსა და ჯულიეტას სტილის "ლავ სთორი", დიახაც, რომ კარმული ურთიერთობების მოდელია. კარმულ ურთიერთობას კი ძალზე ხშირად და ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში აქვს (ან ჰქონია) ადგილი... თუმცა, ადამიანები, როგორც წესი, ყოველთვის გაურბიან
ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე, რომ ვინმე დანახვისთანავე, ერთი ნახვით შეგყვარებიათ? ან გიფიქრიათ, რომ ეს ის არის, ძალიან ნაცნობი, ახლობელი და "ძალიან შენი"? თუ კი, მაშინ მოგილოცავთ – კარმული კავშირის "მსხვერპლთა" სიაში ღირსეული ადგილი გიკავიათ... კარმული კავშირი კი სხვა არაფერია, თუ არა ერთ დროს მეორე ნახევრების ხელმეორე შეხვედრა, სხვა სივრცესა და განზომილებაში. მიჩნეულია, რომ ასეთი ადამიანები ოდესღაც მართლაც იყვნენ წყვილები და ამ ცხოვრებაში მათი ხელახალი შეხვედრის მიზეზი, წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი პრობლემების დაბალანსება-მოგვარებაა.
თუმცა, სამწუხაროდ, როგორც წესი, პრობლემები პრობლემებად რჩება და ის, ვინც ჩვენდა უნებურად ტკივილს გვაყენებს, გვაიძულებს, საკუთარ თავს გადავაბიჯოთ და ტრანსვფორმირდეთ, როგორც წესი, აუცილებლად გვიბიძგებს კიდეც გაქცევისკენ... და მხოლოდ ერთეულთა ხვედრია, გაუძლოს, განვითარდეს, გარდაისახოს და იქცეს უკეთეს პარტნიორად საკუთარი მეორე ნახევრისთვის, რომელიც ზუსტად რომ ამ ტრანსფორმაციის მოსახდენად მოვიდა თქვენს ცხოვრებაში.
ძალიან ბევრი ასტროლოგის პრაქტიკაში ვხვდებით ისტორიებს, როცა სრულიად გაწონასწორებულ, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით კმაყოფილ მამაკაცს ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მიუტოვებია და უკან გაჰყოლია ქალს, რომელიც თითქოსდა არაფრით ყოფილა გამორჩეული არავისგან... იგივე ვარიანტი შესაძლოა მოხდეს შებრუნებული სცენარით ქალის შემთხვევაშიც. განაგრძეთ კითხვა: