19 სექტემბერი, 2018
ქალების 10 კატეგორია, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან
მამაკაცისთვის "იმ ერთადერთამდე" გასავლელი გზა სხვადასხვა კატეგორიის ქალებთან შეხვედრას მოიცავს. ფსიქოლოგ სამანტა როდმენის თქმით, ქალების კლასიფიცირება რამდენიმე ტიპადაა შესაძლებელი. ის ეცადა, რომ არავისთვის ეწყენინებინა და გოგონები, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან, 10 კატეგორიად დაჰყო.


1. მამიკოს გოგო

ასეთი გოგონები მზად არ არიან, სხვა მამაკაცი შეუშვან საკუთარ ცხოვრებაში და სათანადო ყურადღება დაუთმონ მას. ასაკის მიუხედავად, ნებისმიერ რამეში დასახმარებლად კვლავ მამებს ურეკავენ.


ასეთ სიტუაციაში, მამამისთან შეხვედრაც კი არ დაგეხმარებათ. რაც არ უნდა გააკეთოთ, ამ ტიპის გოგოსთვის
ვერასდროს იქნებით მამაზე უკეთესი. სამანტას თქმით, ასეთი ურთიერთობები იმით მთავრდება, რომ ბიჭები უფრო ცუდად გრძნობენ თავს.

Rating







2. წვეულებებზე გაგიჟებული


ასეთმა გოგოებმა ზუსტად იციან, რომელ დღეს სად ტარდება კარგი წვეულება და რომელი ღამის კლუბია საუკეთესო. თუ ბიჭსაც მოუნდება მასთან ერთად წასვლა, მთელი საღამოს გატარება ისეთ ადამიანებთან მოუწევს, ვისაც არ იცნობს და ვერ გაერთობა, თუ, რა თქმა უნდა, თავადაც წვეულებებზე გაგიჟებული არაა.


ამ ტიპის გოგოსთან არასდროს მოიწყენთ, რადგან ყოველთვის იცის, სად შეიძლება გართობა. თუმცა, თუ საღამოს სახლში გატარება მოგინდათ, არ ელოდოთ, რომ ისიც თქვენთან ერთად დარჩება.

Rating








3. კარგი სტუდენტი

ამ გოგოსთან შეგიძლიათ სასიამოვნო და საინტერესო საუბარი გქონდეთ. თუმცა, მხოლოდ მაშინ, თუ დროს გამონახავს თქვენთვის, რადგან მთლიანად სწავლაშია ჩართული და დამატებით სასწავლო პროგრამებსაც კი იღებს.


ვინც ფიქრობს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ სწავლაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ძალიან იშვითად თუ გამონახავს დროს სხვა რამისთვის. ურთიერთობის გაწყვეტა კი მისთვის ნამდვილად არ იქნება სერიოზული პრობლემა, რადგან ყოველთვის ექნება რაღაც, რაზეც შეძლებს ყურადღების გადატანას.

Rating








4. უზომოდ ეჭვიანი

ეჭვიანობა ურთიერთობაში ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს. გოგო, რომელიც ცდილობს, "დაფარული ტექსტები" გაშიფროს და მუდამ ეძებს მიზეზს საჩხუბრად, ცოტა უცნაურია. ამ ტიპის გოგონებს მარტო ყოფნის ეშინიათ; ეშინიათ, რომ ბიჭი სხვას აირჩევს ან უღალატებს.


სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია, ასეთ გოგოს დაუმტკიცოთ, რომ მასთან ყოფნა გინდათ და სხვა გოგოები, უბრალოდ, კოლეგები ან მეგობრები არიან. თუ დაშორდებით, ის აუცილებლად იფიქრებს, რომ ვიღაც სხვა იპოვეთ. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS