ამ ყველაფრის ორგანიზატორი კი შამილ ბასაევი იყო. წარმოშობით ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე ბასაევი იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთნებოდა, ვისაც ცხოვრება ომის გარეშე არ წარმოუდგენია.

მან მიიღო მონაწილეობა რეგიონის ყველა ცხელ წერტილში, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტში. ამასთან ერთად, მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ორივე ბრძოლაში. მრავალი ისტორიკოსი და მათ შორის შამილის მეგობრები ამბობდნენ, რომ მან აფხაზეთის ბრძოლაში უბრალოდ უაზრო
2004 წლის პირველ სექტემბერს, მისი დავალებით, ბესლანის პირველი სკოლა ტერორისტებმა აიღეს. ტყვედ ჩავარდა 1100 ადამიანზე მეტი, მათ შორის იყვნენ სკოლისა და ბაღის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. 3 -დღიანი გამაგრების შემდეგ, სპეცრაზმისა და ტერორისტების შეტაკებას 330 ადამიანზე მეტი შეეწირა.
2006 წელს შამილ ბასაევი ააფეთქეს. მისი მეგობარი არანაკლებ საშიში ტერორისტი დაკუ კუმაროვი არ გამორიცხავდა მის მკვლელობაში ქართველი სპეცრაზმელების მონაწილეობას.
აბუ ომარ ალ შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლის ცხოვრება სავსეა იმედგაცრუებებითა და დარტყმებით. თარხანი პანკისის სოფელში დაიბადა და ბავშვობიდან ოცნებობდა დიდებულ სამხედრო კარიერაზე. ის იბრძოდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს პირველ ხაზზე. მოგვიანებით, მას დაუდგინეს ტუბერკულიოზი და სამწუხაროდ, ჯარიდანაც გაათავისუფლეს.

მცდელობა ჰქონდა, მუშაობა დაეწყო პოლიციაში, მაგრამ იქაც არაფერი გამოუვიდა და შემდეგ საერთოდ დააკავეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. გავრცელებული ინფორმაციით, მან სწორედ ციხეში იწამა ისლამი, განთავისუფლების შემდეგ გადავიდა თურქეთში, ხოლო იქიდან შეუერთდა ამბოხებულებს სირიაში. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მისი, როგორც ტერორისტის აღზევება.
ის იმდენად ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ჯარისთვის პრობლემად გადაიქცა. 2015 წელს აშშ-მ ის შეიყვანა საერთაშორისო ტერორისტთა სიაში და ჯილდოდ 5 000 000 დოლარი დააწესა მისთვის, ვინც მის ადგილსამყოფელს გასცემდა. ბათილაშვილი 2016 წელს ერთ-ერთ ავია იერიშს შეეწირა.

დოკუ უმაროვი - 2010 წელს ის ამერიკამ საერთაშორისო ტერორისტად დაასახელა, ერთი წლის შემდეგ გაერომ ის ალქაიდასთან თანამშრომელ ტერორისტად ჩათვალა, 2011 წელს ამერიკამ ერთ-ერთ ყველაზე ძებნად ტერორისტად გამოაცხადა და 5 000 000 დოლარს დაპირდა მას, ვინც გათქვამდა დოკუს ადგილსამყოფელს.
რუსეთის ფედერაციამ ბასაევის გარდაცვალების შემდეგ ზუსტად უმაროვი დაასახელა ყველაზე საშიშ ტერორისტად. უმაროვს პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა. 2007 წელს მან დაარსა კავკასიის ემირატი, რომელიც გეოგრაფიულად თითქმის მთელ ჩრდილო კავკასიას მოიცავს.
იქ არის სეპარატისტ-ტერორისტთა მოქმედების არეალი. სხვადასხვა წყაროდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დოკუ უმაროვს თავისი ტერორისტული საქმიანობისთვის ქართული მთავრობა აფინანსებდა. 2014 წელს რუსებმა უმაროვი გაანეიტრალეს.
ანი ბერუაშვილი