"Guardian"-ის ცნობით, კიბოს შემთხვევები წინა წლებთან შედარებით შესამჩნევად გაზრდილია. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს კვლევის თანახმად, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, კიბოს 1/3-დან 2/5-მდე ახალი შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ჩვენთვის ცნობილი ცხოვრების წესისა და გარემოდან მომდინარე რისკების გავლენის შემცირებითა და აღმოფხვრით. წინასწარი
4 წლის წინ, როდესაც კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ მსგავსი კვლევა უკანასკნელად ჩაატარა, კიბოს 14,1 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაავადებამ 8,2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მსოფლიოს შედარებით მდიდარ ნაწილში, სადაც ჯანდაცვის კარგი სისტემა მოქმედებს, კიბოს იმ სახეობის პრევენცია შესაძლებელია, რომელსაც თანამედროვე ცხოვრების წესი იწვევს. ფილტვის კიბოს დიდი ნაწილი მოწევითაა გამოწვეული, მაშინ როდესაც მკერდის კიბოს ჭარბწონიანობა და ალკოჰოლი იწვევს.
კიბოს შემთხვევების დაახლოებით მეოთხედი - 23,4% ევროპაზე მოდის, სადაც სიკვდილის შემთხვევების 20,3% ფიქსირდება, მაშინ როდესაც ევროპაში მსოფლიო პოპულაციის მხოლოდ 9% ცხოვრობს. ამერიკაში მსოფლიო მოსახლეობის 13,3% ცხოვრობს და ამ ქვეყანაზე კიბოს ახალი შემთხვევების 21% და სიკვდილის 14,4 % მოდის.
აზიას მძიმე ტვირთი აწევს, სადაც კიბოს ახალი შემთხვევების 48,4% მოდის და სიკვდილის შემთხვევების 57,3%...განაგრძეთ კითხვა