13 სექტემბერი, 2018
"სალომე ზურაბიშვილს ეგრე არ უთქვამს" - თენგიზ არჩვაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა საქართველოში კანაფის მოყვანა და ექსპორტი კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით ნებადართული გახდეს.

ამ საკითხს საზოგადოების არნახული გამოხმაურება მოჰყვა. დაგვაინტერესა, თუ როგორია ცნობილი მსახიობის თენგიზ არჩვაძის მოსაზრება და მას ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით, ასევე ვკითხეთ აზრი საპრეზიდენტო არჩევნებზე და მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე:

- ავად ვარ, ვწევარ, ასე ვადევნებ თვალს ტელევიზიით მაგ ამბებს და კიდევ უფრო უარესად ვხდები. საერთოდ როგორ მეკითხებით, თუ რას ვფიქრობ, რას უნდა ვფიქრობდე?!

საშინელებაა და როგორ შეიძლება ამაზე საუბარი საერთოდ! იძახიან სამედიცინო დანიშნულებითო, წაიკითხეთ, ნახეთ რა შედეგიც აქვს მაგას ჯანმრთელობაზე და როგორ ეტანებიან ახალგაზრდები!

სულ სხვა მიზნები აქვთ მაგათ! ახალი საშოვარი გაუჩნდათ და ეგ არის! აკლიათ ხელფასები და პრემიები ეტყობა და უნდა დაიმატონ


კიდევ სხვა გზებით, არ ჰყოფნით, ბატონო! არანაირი სხვა გამართლება მაგას არ აქვს. სასაცილოა, რომ საქართველო თითქოს მარიხუანის გაყიდვით უნდა აშენდეს! აქაოდა, მკაცრ კანონებს მივიღებთ, 21 წლამდე ბავშვებს დავსჯითო და იმას ზევით ასაკისას რას უზამენ?

ძალიან ცუდი და ვრცელი თემაა ეს სასაუბროდ და ჯანმრთელობას კიდევ უფრო მიმძიმებს ამაზე მსჯელობა! ერთადერთი, ეკლესია თუ იტყვის ხმამაღლა სათქმელს და საბრძოლველად წამოდგება, მგონია, რომ ვეღარ გაბედავენ ამ უმსგავსობას! მე ვუყურე ეკლესიის გამოსვლას და მისასალმებელია მათი აზრი! მჯერა, რომ ეკლესია გაიმარჯვებს!  განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
gaga
ვის აბრმავეB ვის აყრუებთ თქვენ მოღალატეებო, ეს ქალი თავის პირითთ იძახის შენ ვიღთხა კი იძახი არ უთქვიაო
15:44 / 14-09-2018
გამოხმაურება / 0 /
სოსო
ბატონ თენგიზს სწრაფ გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ და ბარაქალა,რომ ამ ნაძირალების შემხედვარეს,კიდევ აქვს მდგომარეობის გამოსწორების იმედი.როცა პრეზიდენტობა სურს ვიღაცას(მასზე როგორა ვთქვა პიროვნებაო,სრული არარაობაა) და თან მოძრაობას უდგას სათავეში,რომელიც უარს აცხადებს ქვეყნის დაცვაზე,იგივე ვიღაცა თუ რაღაცა,ქვეყანაში კანაფის მოყვნას და გაყიდვას რომ გიქადაგებს,მთავრობა მის მოწოდებას აიტაცებს და ინიციატივასაც კი წაართმევს,ამას რაღად უნდა რუსეთი?ქვეყანა თავზე ჩვენივე ხელით გვენგრევა.,ჩვენ კი ზოგი რუსეთს ვაგინებთ,ზოგი ამერიკას,ზოგი ევროპას და ზოგიც ყველას ერთად.არა და ეს შინაური ნაგავია გასასუფთავებელი,სანაგვეზე გადასაყრელი,მაგრამ ჩვენც უკვე მივეჩვიეთ ნაგავში ჯდომას და მოგვწონს კიდეც ეტყობა.
13:06 / 14-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS