ძველ ეგვიპტეში სპერმიციდის როლს ნიანგის ექსკრემენტები (განავალი) ასრულებდა. ორსულობისგან თავის დასაცავად ეგვიპტელი ქალები ნიანგის ექსკრემენტებში ურევდნენ თაფლს და ამ ნაზავს სასიყვარულო აქტის წინ იყენებდნენ.
ძველ საბერძნეთში ასეთ ტამპონებს აკეთებდნენ სპილოს ექსკრემენტებისგან. ამის
თუმცა ყველაზე მავნებელი სპერმიციდები ძველ ჩინეთში გამოიყენებოდა - იქ საშოში ვერცხლისწყალი შეჰყავდათ.
ძველ რუსეთში ყველაზე გავრცელებული საშუალება იყო შარდის ოყნები -საკუთარი ან პარტნიორის. რა თქმა უნდა, მსგავსი ცდების შედეგები სხვადასხვაგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო, ლეტალურიც კი. თუმცა სპერმიციდების გამოყენების ეფექტურობა, ორსულობის თავიდან ასაცილებლად, დღესაც კი 50 პროცენტს არ აღემატება.
დაორსულების თავიდან ასაცილებლად ძველად ასევე სვამდნენ სხვადასხვა ბალახეულის ნაყენს. ადუღებდნენ ბარდას, კოჭას, მრავალძარღვას. ზოგიერთები აქტის შემდეგ ოთხი დღის განმავლობაში ოხრახუშს ღეჭავდნენ -სჯეროდათ, რომ ეს უშველიდათ.
პრეზერვატივი სულაც არ არის თანამედროვე გამოგონება. მას ჯერ კიდევ ძველი ბერძნები იყენებდნენ. ლეგენდის თანახმად, კრეტის მეფე მინოსის ცოლმა პირველი პრეზერვატივი შექმნა თხის შარდის ბუშტისგან, რათა თავი დაეცვა მეფის სპერმისგან, რომელიც თითქოსდა გველისა და მორიელების შხამისგან შედგებოდა.
ძველ აფრიკაში პრეზერვატივებს ნიანგის ტყავისგან ქმნიდნენ, ევროპაში -შინაური ცხოველების ნაწლავისგან და ბამბისგან, ჩინეთში -აბრეშუმისგან. ბუნებრივია, მაშინ პრეზერვატივები მრავალჯერადი იყო. მათ რეცხავდნენ, შემდეგ სპეციალურ სპერმიციდურ ნარევში ავლებდნენ, აშრობდნენ და კოლოფში დებდნენ, მერე კი როცა სჭირდებოდათ, იქიდან იღებდნენ.
ოთხი ათასი წლის წინ ქალებისთვისაც დაიწყეს კონტრაცეფციის გამოყენება. რას აღარ ითავსებდნენ ქალები საშოში -ვერცხლის ბურთებს, ბეჭდებს, ზამბარებს. კლეოპატრა, მაგალითად, იყენებდა ზღვის ღრუბელს, რომელიც ძმარში იყო დამბალი -ასე თავს ორმაგად იცავდა.
არსებობდა სრულიად აუხსნელი მეთოდებიც. მაგალითად, შუა საუკუნეების ევროპაში მიაჩნდათ, რომ ქალს შეუძლია დაორსულება, თუ ორგაზმს მამაკაცთან ერთად აღწევს. ასევე ზოგიერთი ''მცოდნე'' დარწმუნებული იყო, რომ ქალს შეუძლია დაორსულება მხოლოდ ციკლის პერიოდში, მთელი დანარჩენი დრო კი დაცულია.
საბჭოთა კავშირში კონრაცეპტივებთან დაკავშირებით საქმე ძალიან ცუდად იყო, რადგან სახელმწიფო პოლიტიკით გამრავლება ყოველმხრივ გახლდათ წახალისებული -რაც მეტი, მით უკეთესი. ამიტომაც ქალები თავდასაცავად რას აღარ იყენებდნენ -ლიმონის ნაჭრებს, სარეცხ საპონს, ასპირინს, ივლებდნენ ძმარს, მარგანეცს. და რაკი ქვეყანაში არ იყო ხელმისაწვდომი კონტრაცეფცია, საოცარი რაოდენობის აბორტებიც კეთდებოდა.
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის