29 აგვისტო, 2018
"წავედი ყელიწადზე, დედაჩემთან არ დარეკოთ... უთქვენოდაც ნერვიულობს“ - ვინ არიან ლაშქრობისას დაკავებული თბილისელი ახალგაზრდები
თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ ფაქ­ტზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მი­სია და ასე­ვე, ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში ლაშ­ქრო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­კა­ვე­ბულ­თა ასა­კი 22-30 წე­ლია, მათ­გან ორი გო­გო­ნაა, სამი - ბიჭი.

ყე­ლის ტბა­ზე სა­ლაშ­ქროდ მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტმა გა­ავ­რცე­ლა.

გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის­თვის
სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი - 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბექა მაღ­რა­ძე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქე­თე­ვან მაღ­რა­ძე, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მზია გო­მუ­რი, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვახ­ტანგ გუ­ბე­ლა­ძე და 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გია ბაღ­დოშ­ვი­ლი.

მზია გო­მურ­მა და­გეგ­მი­ლი ლაშ­ქრო­ბის შე­სა­ხებ 25 აგ­ვის­ტოს „ფე­ის­ბუქ­ზე“ და­წე­რა: განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS