27 აგვისტო, 2018
"სიდედრის სიცოცხლის ხანგრძლივობას სიძე განსაზღვრავს" - ეზოთერიკოსის რეკომენდაციები
სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულიაო, – უთქვამს დიდ რუსთაველს და ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, რა გვაქვს ამის საწინააღმდეგო?! თუმცა, ჭამაცაა და ჭამაც, ყველაფერს თავის წესი და რიგი აქვს. არ იფიქროთ, აქ სუფრის ეტიკეტზე ვაპირებდე ლექციის წაკითხვას.

უბრალოდ, იმ წესებს შეგახსენებთ, რაც ჩვენი წინაპრების დაკვირვებულ თვალს, საუკუნეების განმავლობაში არ გამოჰპარვია და მათ საფუძველზე, მინიშნებათა ვრცელი ნუსხა შეუდგენია: რა გვავნებს, რა გვარგებს, როდის რა საფრთხე გვემუქრება და როგორ ავიცილოთ ის თავიდან, სწორედ სმა-ჭამის მათეული მეთოდების გათვალისწინებით. ამ
ყველაფერზე კი გვიამბობს ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ბატონი ოთარი.

– რა წესების დაცვაა საჭირო ჭამის დროს და როდის რა მინიშნებები უნდა გავითვალისწინოთ?
– დავიწყებ ყველაზე აქტუალურით, განსაკუთრებით ქალებისთვის, არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ სარკის წინ – ამით თქვენს სილამაზესაც შეჭამთ. ასევეა, სწავლის დროსაც: რაც არ უნდა მოგშივდეთ, არაფერი შეჭამოთ, თორემ, საჭმელთან ერთად „შეჭამთ“ მთელ თქვენს ცოდნასაც და თავში აღარაფერი დაგრჩებათ.

ჭამის დროს ენაზე იკბინეთ? – ესე იგი, ტყუილი თქვით. როცა ისე გეჩქარებათ, რომ ფეხზე დამდგარი, გზადაგზა საუზმობთ, კარში გასვლისას მაინც შეიკავეთ თავი, თორემ ამით უწმინდურ ძალას გაეხსნება თქვენკენ გზა.

ახლა ზაფხულია და ბევრმა სოფელს მიაშუარა. იქ კი იშვიათია სახლი, თაგვი რომ არ შეეჩვიოს. ამიტომ, ყურადღებით იყავით, თუ ჭამის დროს პირიდან ლუკმა გადმოგივარდათ და ძირს დავარდა, თაგვმა არ გააცუნცულოს და თქვენ ნაცვლად, მან არ შესანსლოს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად აგტკივდებათ კბილი, თანაც იმ მხარეს, საითაც ლუკმას ღეჭავდით.

ხოლო, თუ მიყოლებით სამჯერ, სადილობისას, პირიდან ლუკმა გადმოგივარდათ, ესე იგი, წინ გრძელი გზა გელით. გადავიდეთ სხვა საკითხზე: თუ მამაკაცი სტუმრად ისეთ დროს მივიდა, როცა ოჯახი ის-ისაა სადილად დაჯდა, შემოსწრებულის სიდედრი დიდხანს იცოცხლებს, ხოლო თუ ვიზიტი სადილის დასასრულს დაემთხვა – ის სიდედრს მალე სამუდამოდ დაემშვიდობება.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მდა
ვენსან კასელის და მისი ცოლის ფოტო რა კავშირშია სტატიასთან? )))))))
18:05 / 31-08-2018
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რა თაგვი, რა ლუკმა? სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს!
21:04 / 27-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS