უკვე 48 წელია, რაც მე და ჩემი ცოლი დები დავქორწინდით და კვლავ საუკეთესო მეგობრები ვართ.
ჯერ კიდევ კოლეჯის სტუდენტები, 19 და 20 წლის ვიყავით, როცა დავქორწინდით და წლებმა ვერაფერი დააკლო ჩვენს ქორწინებას. მეტიც, ახლა იმაზე ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.
მე და დებმა ახლახან გავიაზრეთ იმ ცხოვრებისეული გაკვეთილების არსი, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა და გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.
ჩვენი ოჯახი გთავაზობთ 5 გაკვეთილს, რომ თქვენი ქორწინება არ გააფერმკრთალოს წლებმა.
1. ერთად იცინეთ! სიცილი
2. შეეგუეთ ცვლილებებს და ადაპტირდით ერთად. ახალ დაქორწინებულ წყვილს ხშირად უჭირს ცვლილებებთან შეგუება… თუმცა, რეალურად, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იცვლება ურთიერთობა და ყველა ურთიერთობაში ვხვდებით გამოწვევებს. ცვლილებები გამოიწვევს პერსონალურ, სულიერ თუ ემოციურ დისკომფორტს, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს და ყცელაფერი გადალახეთ ერთად.
3. ფოკუსირდით საერთო ინტერესებზე. განსხვავებული ინტერესები ნებისმიერ წყვილს შეიძლება ჰქონდეს, ფოკუსირდით იმაზე, რაც ორივეს მოგწონთ, ხოლო თუ არის რამე ისეთი, რაც თქვენს პარტნიორს არ შეუძლია, ან არ ეხერხება, იყავით მისი ჩემპიონი ამ საკითხში. ამგვარად შეავსებთ ერთმანეთს.
4. გამოხატეთ მადლიერების გრძნობა. მილიონობით ქორწინება ნადგურდება წვრილმანი უკმაყოფილებებით გამოწვეული კონფლიქტების გამო. ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ურთიერთობას, დიდი რაოდენობით პატივისცემა და ყურადღებაა.
5. დააყენეთ პირველ ადგილზე ღმერთი და მეორე ადგილზე ის. როცა თქვენი რწმენა და კავშირი უფალთან ძლიერი იქნება, ქორწინებაც უფრო გამყარდება.
ამ პრინციპებმა შეუნარჩუნა ჩემს ქორწინებას კაშკაშა ელფერი 48 წლის განმავლობაში და დიდი იმედი მაქვს, კიდევ ბევრი გამოიყენებს. შეასხით ხორცი ამ თეორიას და უყურეთ, დღითიდღე როგორ გალამაზდება თქვენი ურთიერთობა.