20 აგვისტო, 2018
"ჩემთვის სექსუალურობა შინაგანი მდგომარეობაა" - სექსუალური იულია ქავთარაძე "ბომონდისთვის" გაშიშვლდა (ფოტოები)
შეუძლებელია, ადამიანს ქართული ფესვებით, არ მოუწევდეს გული სამშობლოსკენ, არ ჰქონდეს ბავშვობის მოგონებები და გულს არ უჩუყებდეს წარსული. იულია ქავთარაძე სწორედ ქართული ფესვებისა და სექსუალური იმიჯის მიღმა მდგომარეობასა და საკუთარი თამამი ფოტოსესიის დეტალებზე გვესაუბრება, რომელიც ექსკლუზიურად ,,ბომონდში" იბეჭდება. ინტერვიუც ერთგვარ ბლიცფორმატში წარვმართეთ.

Rating

რით დაიწყო ყველაფერი, ბალეტით?

ყველაფერი დაიწყო ბავშვობაში, მაგრამ არა ბალეტით, არამედ მხატვრული ტანვარჯიშით. ყოველთვის ვეთაყვანებოდი სპორტის ამ სახეობას, რადგან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ჩიტი ფრენისას - თავისუფლების შეგრძნებას მაძლევდა, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც უნდა
გადამელახა, რათა საუკეთესო შედეგისთვის მიმეღწია. ტრამვები, შიში, ტკივილი... ამ ყველაფრის დაძლევის შემდეგ, ენით აუწერელ სიამოვნებასა და სიამაყეს გრძნობ.


Rating


ბავშვობაში მესიზმრებოდა, როდესაც ვცეკვავდი ან რამე სახიფათო ილეთს ვასრულებდი, თითქოს ფრენა შემეძლო. ალბათ, ბიჭად რომ დავბადებულიყავი, მფრინავი გამოვიდოდი...საოცარია, როდესაც ენერგია რეალიზდება. ეს გაძლევს მუხტს, რომელსაც არტისტი გასცემს და უკან უბრუნდება. მიყვარს სცენა და ხელოვნების ყველა მიმართულება. განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS