19 აგვისტო, 2018
რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ
მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი უფ­ლის უდი­დეს 12 დღე­სას­წა­ულ­თა შო­რისაა. ამ დღეს უფალ­მა თა­ბო­რის მთა­ზე 3 მო­ცი­ქუ­ლის – პეტ­რეს, ია­კო­ბი­სა და იო­ა­ნეს წი­ნა­შე ფერი იც­ვა­ლა, გაბრ­წყინ­და. მას წმინ­და მოსე და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი გა­მო­ე­ცხა­და, რომ­ლე­ბიც უფალს იე­რუ­სა­ლიმ­ში მის მო­მა­ვალ ჯვარ­ცმა­ზე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, ზე­ცი­დან კი მო­ცი­ქუ­ლებს ხმა მო­ეს­მათ: "ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, მა­გის ის­მი­ნეთ!". ფე­რიც­ვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ტაძ­რებ­ში ყუ­რძე­ნი და ხილი იკურ­თხე­ბა. მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვის გამო, ეს დღე თევ­ზით ხსნი­ლია.

ამ დღის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე karibche.ambebi.ge-ს ვა­ზი­სუბ­ნის ცხრა
ყრმა­თა კო­ლა­ელ­თა სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მღვდელმსა­ხუ­რი დე­კა­ნო­ზი გუ­რამ გუ­რა­მიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - იგი ეხე­ბა არა ძე კა­ცი­სას ზე­ცი­დან გარ­და­მოს­ვლი­სა და გან­კა­ცე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, არა მა­ცხოვ­რის ქვეყ­ნი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, არა­მედ სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბას. იე­სომ ფე­რის­ცვა­ლე­ბა იმის­თვის ინე­ბა, რომ ცხა­დად ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მო­ცი­ქულ­თათ­ვის და ყვე­ლა მორ­წმუ­ნი­სათ­ვის სა­ი­დუმ­ლო მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა - ჩვე­ნი ცხო­ნე­ბა სუ­ლი­ერ ფე­რის­ცვა­ლე­ბა­სა და გაბრ­წყი­ნე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს.

- მა­მაო, ამ დღეს ხილს რა­ტომ აკურ­თხე­ბენ?

- ეს ის პე­რი­ო­დია, როცა თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი ხი­ლია შე­მო­სუ­ლი და ეკ­ლე­სი­ა­ში დამ­კვიდ­რდა ტრა­დი­ცია ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, წირ­ვის შემ­დგომ მათი კურ­თხე­ვი­სა, რაც სიმ­ბო­ლუ­რად იმას ნიშ­ნავს, რომ კურ­თხე­ვით გა­ნიწ­მინ­დე­ბა ადა­მის ცოდ­ვით შე­ბილ­წუ­ლი ხილი და იმ სიწ­მინ­დეს იბ­რუ­ნებს, რომ­ლი­თაც ედე­მის ბაღ­ში იყო მო­სი­ლი.

- თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა ში­ნა­გა­ნი ფე­რის­ცვა­ლე­ბა ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­რე­შეც გა­ნი­ცა­დოს?

- ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი ხორ­ცი­სა და სუ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა. ხორ­ცი ადრე თუ გვი­ან მი­წად იქ­ცე­ვა, ნათ­ქვა­მია: "მიწა ხარ და მი­წად­ვე მი­იქ­ცე­ვიო..." შე­სა­ბა­მი­სად, ხორ­ცი­ე­ლი ყო­ფაც დრო­ე­ბი­თია, წარ­მა­ვა­ლი. სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბაა სა­უ­კუ­ნო. ამი­ტო­მაც არა მარ­ტო ხორ­ცი­ელ სი­ამ­ტკბი­ლო­ბა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ, სუ­ლი­ერ გან­წმენ­და­სა და ფე­რის­ცვა­ლე­ბა­ზეც უნდა ვიზ­რუ­ნოთ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბით: ლოც­ვით, მარ­ხვით, გულ­წრფე­ლი აღ­სა­რე­ბით, ხში­რი ზი­ა­რე­ბით... მი­იღ­წე­ვა. წმინ­და მა­მე­ბი გვას­წავ­ლი­ან, მარ­ხვა სუ­ლი­ერ ჭრი­ლო­ბებს კურ­ნავს და ცოდ­ვით გახ­რწნილ სულს აახ­ლებ­სო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS