16 აგვისტო, 2018
ქალს, რომელმაც ოცნების მამაკაცი ვერ იპოვა, გაცნობის და დაოჯახების სააგენტო 12 600 ევროს გადაუხდის
მართალია, საქართველოში გაცნობის და დაოჯახების კლუბის მეშვეობით, საკუთარი საბედოს პოვნას ასაკიანი ადამიანები ცდილობენ, თუმცა, ევროპაში ეს სერვისი აქტუალურია. 

ლონდონელ ქალს სააგენტომ 12 600 ევრო უნდა გადაუხადოს. მიზეზი სააგენტოს მხრიდან დარღვეული პირობაა. როგორც გაირკვა, სააგენტო ქალს მდიდარი საქმროს პოვნას დაპირდა. ინფორმაციას გამოცემა "Metro"-ი ავრცელებს.

2014 წელს 47 წლის ტერეზა ბურკმა გაცნობის სააგენტო Seventy Thirty-ს მიმართა. მისი მოთხოვნა იყო: მდიდარი ქმარი, რომელსაც რამდენიმე სახლი ექნებოდა, მასთან შვილს გააჩენდა და თან ქალის სამ შვილსაც გაზრდიდა. სააგენტო ამტკიცებდა, რომ
მის ბაზაში ასეთი მონაცემების 7000-მდე კაცი იყო. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ სააგენტოს მომსახურებით მხოლოდ 100-მდე კაცი სარგებლობდა. ქალმა სააგენტოს შესახებ ინტერნეტში დაწერა და მათ თაღლითები უწოდა.

Rating

ქალმა, პარალელურად, სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც დაადგინა, რომ სააგენტომ ქალი მართლაც შეცდომაში შეიყვანა და მას გადახდილი თანხა 12 600 ფუნტი სტერლინგი უკან უნდა დაუბრუნოს. ქალი ამ დროის განმავლობაში, დარდისა და ნერვიულობისთვის, კომპენსაციის სახით, დამატებით ასევე 500 ფუნტ სტერლინგსაც მიიღებს.

ამავე დროს სასამართლომ ბურკს ინტერნეტში განთავსებული სააგენტოს შეურაცხყოფისთვის 5 000 ფუნტი სტერლინგის გადახდა დააკისრა. საბოლოოდ, კი ტერეზა ბურკი 8 100 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Guga
Veceb daojaxebis miznit gogos var 30wlis
17:21 / 21-07-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS