16 აგვისტო, 2018
ფერადი ღრუბლები ბათუმის ცაზე - მეტეოროლოგის განმარტება
ორი დღეა, ბათუმის ცა განსაკუთრებულად ლამაზია. წვიმიანი ამინდების შემდეგ, საკურორტო ქალაქის თავზე  სტრატოკუმულუსის სახეობის ღრუბლების მასები ვრცელდება. ინფრომაციას „აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე განმარტავს, რომ ეს არის საერთაშორისო ღრუბლების ატლასში შესული ერთ-ერთი ლამაზი სახეობა. ის დედამიწის ზედაპირთან ახლოს მყოფი ღრუბელთა ნაკადია, რომელიც გადაჭიმულია ვრცელ მანძილზე და ხშირ შემთხვევაში მზის ჩასვლისას წარმოიქმნება.

ასევე, მისთვის დამახასიათებელია ღრუბლის უწყვეტი ფენა, რომელსაც სხვადასხვანაირი ფორმა აქვს. ის შესაძლოა იყოს ფერადიც და მუქი ნაცრისფერიც, წარმოშობის ადგილის მიხედვით, ერთმანეთისგან განსხვავდება. მას
ზოგჯერ თან ახლავს მცირე ინტენსივობის წვიმა, თუმცა, ის უმეტესად ანტიციკლონის გამყარების დროს წარმოიქმნება და კარგ ამინდს განაპირობებს.

მისივე თქმით, ლამაზი ღრუბლების ნახვა მომდევნო დღეებშიც იქნება შესაძლებელი.


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS