14 აგვისტო, 2018
"მინდოდა გაჩუმებულიყო!" - რას წერდა დღიურში ქალი, რომელმაც 4 შვილი მოკლა და ახლა ციხიდან გამოსვლას ცდილობს
მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ავ­სტრა­ლი­ე­ლი ქა­ლის დღი­უ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­მაც 4 შვი­ლი მოკ­ლა. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, კეტ­ლინ ფოლ­ბიგს სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი 2003 წელს გა­მო­უ­ტა­ნა. მან 1989-დან 1999 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი მოკ­ლა, ორი ბიჭი და ორი გოგო. ფოლ­ბი­გი 51 წლი­საა, და­ნა­შა­უ­ლის სას­ჯე­ლად მას 40-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­უდ­გი­ნეს.

ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მლებიც ავ­სტრა­ლი­ურ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა, შემ­ზა­რა­ვია.

თავი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცუდი დედა მგო­ნია. მე­ში­ნია, რომ ისიც ისე დამ­ტო­ვებს, რო­გორც სა­რამ დამ­ტო­ვა.

ვი­ცო­დი, რომ მას­თან ხში­რად არ მყოფ­ნი­და მოთ­მი­ნე­ბა, ხში­რად სას­ტი­კიც ვი­ყა­ვი. ის წა­ვი­და, ცოტა
დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და.

მხო­ლოდ ის მინ­დო­და, გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო და ერთ დღეს გა­ჩუმ­და კი­დეც!



ფოლ­ბიგ­მა გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა და ახლა ფიქ­რობს, რომ პე­ტი­ცი­ამ, რო­მე­ლიც მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა შე­ად­გი­ნეს, შე­საძ­ლოა, პა­ტიმ­რო­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

პე­ტი­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ფოლ­ბი­გის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის დროს წარ­მო­ად­გი­ნეს, ყალ­ბი იყო.

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ კეტ­ლინს ბრა­ლი დას­დო 19 დღის კე­ლე­ბის ( 1989 წლის თე­ბერ­ვა­ლი), 7 თვის პატ­რი­კის (1991 წლის თე­ბერ­ვა­ლი), 10 თვის სა­რას (1993 წლის აგ­ვის­ტო) და 18 თვის ლო­რას (1999 წლის თე­ბერ­ვა­ლი) მკვლე­ლო­ბა­ში. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS