10 აგვისტო, 2018
რა გავლენას მოახდენს 11 აგვისტოს მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე
ამ წელიწადს ბევრჯერ იყო მზისა თუ მთვარის დაბნელება. 11 აგვისტოსაც კიდევ ერთი მზის დაბნელება გველის, რომელიც ლომის ნიშანში მოხდება.

ამ დაბნელების ზეგავლენას ყველა იგრძნობს, თანაც აუცილებლად, დადებითი კუთხით. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები მოხდება. განსაკუთრებულ ზეგავლენას სამსახურზე, თვითრეალიზაციასა და პირად ცხოვრებაზე იქონიებს. ამ დღეს რასაც წამოიწყებთ, ის საქმე აუცილებლად კარგად დამთავრდება.

რამდენადაც მზის დაბნელება რეტროგრადული მერკურის პერიოდში ხდება, იმისთვის, რომ რაღაც ახალი წამოიწყოთ, აუცილებელია ძველი შეცვალოთ.

არის ალბათობა, რომ წარსულიდან რაღაც დაბრუნდეს, ეს პერიოდი ასევე
საუკეთესოა ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ, გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც გბორკავთ და ხელს გიშლით ახალი ცხოვრების დაწყებაში.

ახლა კი, მოდი, განვიხილოთ, თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტულად ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნებზე მზის დაბნელება:


1. ვერძი

Rating

მზის დაბნელება ვერძის პირად ცხოვრებაზე აისახება. შესაძლებელია რომანტიკული შეხვედრა. ამასთან, ამ ნიშნის ადამიანებს შემოქმედებითი თვითრეალიზაციის მოთხოვნა გაუჩნდებათ, თუ ამ კუთხით ყველაფერი კარგად მოგვარდება, შესაძლებელია, ვერძებმა საქმიანობის სფეროც კი შეიცვალონ.




2. კურო

Rating

მზის დაბნელება ოჯახურ სფეროზე იმოქმედებს. შესაძლოა, ოჯახთან დაკავშირებით რაღაც ცვლილებებს ჰქონდეს ადგილი. კარგი პერიოდია რემონტისთვის, ან საცხოვრებლის შეცვლისთვის. ამავე პერიოდში კუროები შეძლებენ ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებასა და ახლობლებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას.




3. ტყუპები


Rating

ტყუპებსაც ცვლილებები ელით. განსაკუთრებით კი ეს მათ გარემოზე აისახება. გელით ახალი შეხვედრები, რომლებიც სამომავლოდ დიდ მნიშვნელობას შეიძენს. შესაძლოა ხანმოკლე მოგზაურობაც. ამ პერიოდში კარგია, თუ სწავლითა და კვალიფიკაციის ამაღლებით დაკავდებით. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS