06 აგვისტო, 2018
ყველაზე საშიში 6 განგსტერის ცოლის ისტორია
მეი კაპონე


ალ კაპონე დაქორწინდა 19 წლის ირლანდიელ მეი ჟოზეფინა კაფლინზე, რომელმაც ჯერ კიდევ ქორწინებამდე გააჩინა ვაჟი გაგნსტერისგან. ალ კაპონემ პატარძალი სიფილისით დააინფიცირა, რის გამოც ქალი სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა. მათი შვილიც დაიბადა დაინფიცირებული, ბავშვს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია თავის ტვინზე და მთელი ცხოვრება დარჩა ყრუ.

მიუხედავად ამისა, მეი ჟოზეფინას უყვარდა ქმარი და მთელი ცხოვრება დარჩა მაფიოზის ერთგული. ალ კაპონე გარდაიცვალა 1947 წელს ინსულტით და პნევმონიით და არა მტრის ტყვიით.

მეიმ იცხოვრა ხანგრძლივი ცხოვრებით და 1986 წელს, 89
წლის ასაკში
დაიღუპა.

შვილმა, ალბერტ კაპონენ გვარი ბრაუნით შეიცვალა. მთელი ცხოვრება კანონმორჩილ ცხოვრებას ეწეოდა, მხოლოდ 2 წელი მისდევდა წვრილმან ქურდობას, შემდეგ შეეძინა 4 ქალიშვილი და გარდაიცვალა 2004 წელს.

ალისა დაიმონდი


რელიგიური და მოკრძალებული ალისა დაიმონდი არ უწონებდა საქმიანობას თავის მეუღლეს, ჯეკ ლექს დაიმონდს, მიუხედავად ამისა, მისი ერთგული იყო და პატიობდა ღალატს.

ალისა ლოცულობდა ქმრის ცოდვებზე, რომელიც არც თუ ისე ცოტა იყო. ჯეკ დაიმონდი იყო ერთ-ერთი ცნობილი განგსტერი ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში მშრალი კანონის დროს. იგი ეწეოდა არა მარტო ალკოჰოლის კონტრაბანდას, არამედ იტაცებდა და აწამებდა კონკურენტებს.

მასაც უსწორდებოდნენ, ერთხელ 5 ტყვია ესროლეს, მაგრამ მან შეძლო არა მარტო გადარჩენილიყო, არამედ გამოვიდა ოტელიდან, დარეკა და დახმარება მოითხოვა. ამის გამო მას უკვდავი შეარქვეს, მაგრამ მან ეს სახელი ბოლომდე ვერ გაამართლა.1931 წელს ნიუ-იორკის სასტუმროში ორი პირი დახვრიტეს, მათ შორის ერთი ჯეკ დაიმონდი იყო, მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო მაფია, პოლიცია და პოლიტიკოსებიც კი.

ორი წლის მერე ჯეკის მეუღლე ალისა დაიმონდი, რომელიც მშვიდად ცხოვრობდა და არ კონტაქტობდა მაფიასთან, მოკლეს ბრუკლინში, თავის ოთახში. მისი მკვლელი ვერ იპოვეს.

მარია ესკობარი


1972 წელს კოლუმბიელი ნარკობარონი 27 წლის პაბლო ესკოპარი დაქორწინდა 15 წლის მარიო ვიქტორიო ენაო ვალეხოზე. მარიო ყოველთვის მხარს უჭერდა ესკობარს, მიუხედავად მისი ღალატისა სხვა ქალებთან. (მაგალითად ცხოვრების ბოლო წლებში ესკობარს სერიოზული რომანი ქონდა ცნობილ ჟურნალისტსა და მოდელთან, ვირჰინია ვალეხოსთან).

მარია ესკობარმა იცოდა თავისი ქმრის საქმეების შესახებ, ამიტომ 1993 წელს მისი სიკვდილის მერე ქვრივი სხვა გვარსახელით შვილებთან ერთად იმალებოდა. ესკობარის ოჯახი მაინც დაიჭირეს და წელიწადნახევარი ესკობარის ცოლი ციხეში იმყოფებოდა, მაგრამ პოლიციამ მისი უკანონო საქმიანობა ვერ აღმოაჩინა. ციხიდან გათავისუფლების მერე მარიამ შეიცვალა სახელი და ჩრდილში გადგა. ასევე მოიქცა მისი ქალიშვილიც.

41 წლის ვაჟი, ხუან პაბლო არის არქიტექტორი, ცხოვრობს ბუენოს-აირესში, ყავს მეუღლე და შვილი. მამას იხსენებს თბილად და მას მზრუნველს უწოდებს. მაგალითად, ერთელ როდესაც შვილებთან ერთად მთაში იმალებოდა, პაბლო ესკობარმა ორი მილიონი დოლარის კუპიურები დაწვა, რომ გაეთბო შვილები.

სწორედ ოჯახის სიყვარულმა დაღუპა კოკაინის მეფე, გარდაცვალებამდე ესკობარი იმყოფებოდა გაქცევაში და წელიწადი არ ენახა თავისი შვილი, დაბადების დღეზე გადაწყვიტა, დაერეკა და ელაპარაკა შვილთან ხუთი წუთით, ამ ზარით დაადგინეს მისი ადგილმდებარეობა და რამდენიმე საათის მერე მოკლეს.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS