მედიაპანთეონში სამუდამოდ შესვენებულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამას წინათ მომაკვდავის უკანასკნელი გაბრძოლებით მოგვახსენა, საღამოს ეთერში ბიძინა ივანიშვილი გვეყოლებაო. ჯერ იყო და ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციისას მიიზიდა "საზმაუმ" პეპლისეფექტით მაყურებლები, მერე ეს მაყურებელი კომენტატორებს
კარგი, ბატონო ბიძინა, ნუთუ თქვენ მიერ მოწონებულმა ახალგაზრდა ბახტაძემ მაინც ვერ გითხრათ აქამდე, ეს "კოსტუმა" პრემიერი ქვეყანას უფსკრულისკენ მიათრევსო? რას აჭმევინეთ ჩვენი ჯიბე და ნერვები ამ უმაქნისებს! არ თქვას ახლა ვინმემ, რომ კვირიკაშვილი არ აპირებდა თავისი გავლენის სფეროების გაფართოებას, ისეთი გულუბრყვილო იყო, მხოლოდ "სპასაწელის" შთაბეჭდილებას ტოვებდაო! ჯერ ჯეჯელავას მეზღაპრეობა არ უნდა ეპატიოს კვირიკაშვილს და მაგის ხელის ბიჭები სულ პანტაპუნტით უნდა გაუშვა ხელისუფლების ყველა სეგმენტიდან!
თურმე, ეს ბატონი თავისი გუნდითა თუ ბანდით, ქართულ ეკონომიკას აფერხებდა, ვერ მართავდა ქვეყანას ხალხის სასიკეთოდ და ამის დანახვას მოუნდა ივანიშვილი ამდენ ხანს? კარგი, გავხდი გულუბრყვილო, დავიჯერე, რომ გვიან გაიგო ბიძინამ და შესვა გაქონილ ნიჩაბზე პრემიერი, მაგრამ, აი, საგანელიძის მსუყე ადგილას დასმა-დაწებება სულ ეკონომიკის აყვავებას ემსახურება? გააჩერეთ მილიონი ადამიანი და ჰკითხეთ, უნდა გაუშვან თუ არა ეგ მარადმწვანე პარაზიტი? დადებითი პასუხი იქნება 999 999 კაცისგან! ახლა მართლა არ ვპროვოკატორობ, საზოგადოების აზრს ვამბობ და თუ გაიგებს გამგები, ხომ კარგი, თუ არა და მამლისა არ იყოს, მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ეგ უკვე ბიძინას საქმეა! თუ ბიძინა საკადრო პოლიტიკას არ გადახედავს, ვატყობ მე, ერთ დღეს მივარდება ჩარკვიანის ასული სოლოლაკის მაღლობს და სულ ნაფშვენებად აქცევს მინის სასახლეს... აი, ვისაც ახსოვს ჩერნობილის კატასტროფა, დაახლოებით ეგეთ ეფექტს დადებს უმრავლესობით მოსული ჩარკვიანი! დიახაც, ეგ მოაწყობს "ჩარკვობილს" და ამის მერე, ეს ქართველი ჟანა დ'არკი დიდი პატივით დაიმარხება მთაწმინდის პანთეონზე, ოღონდ მანამდე კულტურის მინისტრის პორტფელს დაიჭერს, რადგან არაფერია ისე მისახედი, როგორც ჩვენი კულტურა! კულტურა თუ არა, გარემოს დაცვა მაინც ჩააბაროს ვინმემ, სვანეთის ეკოლოგიას ისე მიხედავს, როგორც დედა - შვილს! ' განაგრძეთ კითხვა: