31 ივლისი, 2018
"ჩემს შვილს სიმსივნე ჰქონდა, გაუსაძლის ტკივილებს ებრძოდა" - რა წერილი დატოვა გოგონამ გრიგოლეთის სანაპიროზე
სამტრედიაში ოჯახი 40 წლის ესმა შარტავას მეხუთე დღეა ეძებს. ნათესავების ინფორმაციით, პოლიციამ შაბათს, მანქანა გრიგოლეთში სანაპიროზე იპოვა. მანქანაში იყო წერილი, სადაც ქალბატონი ოჯახის წევრებს ემშვიდობებოდა.

,,პოლიციამ იპოვა მანქანა სანაპიროზე. ჩემს შვილს სიმსივნე ჰქონდა, გაუსაძლის ტკივილებს ებრძოდა.

მანქანაში წერილი დაუტოვებია, წარწერით: სასუფეველი ზღვის ფსკერზე იქნება ჩემიო. ამიტომ გვგონია, თავი მოიკლა.

ყველას ვთხოვთ ცხედრის პოვნაში დაგვეხმაროს", - აცხადებს დაკარგულის დედა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS