ზაზა ბურჭულაძე
მაშინ, როცა ზაზა ბურჭულაძე ამ ტექსტს წერდა, Kayakata არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაამატებდა - "Kayakata-ს გარდა". ქართული ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ დუო, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს. თინეიჯერების Facebook Cover ფოტოზე ხშირად შეხვდებით Kayakata-ს ჯგუფის ლოგოებსა და
Kayakata-ს პოპულარობა კვლავ იზრდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ DIE ANTWOORD-თან ერთად, ანაკლიაში, Echowaves ფესტივალზე, ბოლო დროის ყველაზე წარმატებული ქართული ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ დუო KayaKata წარდგება.
ელექტრონულმა ჟურნალმა Highsnobiety-მ გამოაქვეყნა სტატია kayakata-ს შესახებ: "ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში კულტურულ რადარზე საქართველო არაერთხელ გამოჩნდა. დასავლეთისთვის ნაკლებად ცნობილი პატარა ქვეყანა, კავკასიის მთებში, დემნა გვასალიას, Vetements-ის ლიდერის, სამშობლოა და არის ცხელი წერტილი მოდისთვის, ხელოვნებისთვის, ახალგაზრდული კულტურისთვის, მიწისქვეშა რეივ მოძრაობებისთვის და ახლა უკვე, მადლობა კაიაკატას - ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპისთვის"
Kayakata-ს მუსიკაში ტექსტი ცალკე განხილვის საკითხია. სიმღერის lyrics მელოდიის გარეშეც საკმაოდ მელოდიურად ჟღერს. თუ აქამდე ქართული სიმღერების უმეტესობა მონატრებაზე, წვიმაზე, სამშობლოსა და მსგავს თემებზე იწერებოდა, Kayakata-მ ქართულ მუსიკალურ ბაზარზე სრულიად ახლებური სტილი შექმნა. ხშირად ამბობენ, რომ ქართულად სიმღერის დაწერა საკმაოდ რთულია, რადგან ზოგიერთი სიტყვა არამელოდიურად ჟღერს და ვერ ჯდება მუსიკალურ კონტექსტში, Kayakata-ს მუსიკის მოსმენის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ ეს შეხედულება მცდარია. მთავარია, მიდგომა. ქარიზმისა და როგორც მაქსი იტყოდა, Funk-ის ქონა. განაგრძეთ კითხვა: