25 ივლისი, 2018
გაუსაძლისი სიცხე, ხანძრები, წყალდიდობები - ის, რაზეც მეცნიერები მსოფლიოს დიდი ხანია, აფრთხილებენ
თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ზა­ფხუ­ლი წელს უჩ­ვე­უ­ლოდ ცხე­ლია. "CNN"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ია­პო­ნი­ა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ რე­კორ­დულ ნიშ­ნულს მი­აღ­წია. ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ტო­კი­ო­დან 65 კმ-ს და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს, 41.1 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და. ძლი­ერ­მა სი­ცხემ ქვე­ყა­ნა­ში სულ მცი­რე 44 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის სხვა ქვეყ­ნებ­შიც - ჩრდი­ლო და სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში რე­კორ­დუ­ლი 40 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და.

ტემ­პე­რა­ტუ­რის ასე­თი მკვეთ­რი მა­ტე­ბა სით­ბუ­რი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის შე­დე­გია, რის შე­სა­ხე­ბაც მეც­ნი­ე­რე­ბი მსოფ­ლი­ოს დიდი ხა­ნია, აფრ­თხი­ლე­ბენ.

„კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გე­ბი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი უკვე აღარ არის. ის ვლინ­დე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით,
წყალ­დი­დო­ბე­ბით, გვალ­ვი­თა და ხან­ძრე­ბით. ამ ყვე­ლა­ფერს მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ", - გა­ნა­ცხა­და კლი­მა­ტის მკვლე­ვარ­მა მეც­ნი­ერ­მა მა­იკლ მან­მა.

ტემ­პე­რა­ტუ­რა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მა­ღა­ლია სკან­დი­ნა­ვი­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზეც. შვე­დეთ­ში, ფინ­ლან­დი­ა­სა და ნორ­ვე­გი­ა­ში 32 გრა­დუსს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ძლი­ე­რი სი­ცხის გამო ხან­ძა­რი გაჩ­ნდა შვე­დეთ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დახ­მა­რე­ბა სხვა ქვეყ­ნებს სთხო­ვა - მათ შო­რის იტა­ლი­ას, რო­მელ­საც ხან­ძრებ­თან ბრძო­ლის მეტი რე­სურ­სი აქვს.

ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს სა­ბერ­ძნეთ­ში, ცე­ცხლი ტყე­ში გაჩ­ნდა და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს მო­ე­დო. გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 50-ს მი­აღ­წია, და­შა­ვე­ბუ­ლია 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ნა­ლე­ქი დიდი ხა­ნია, არ მო­სუ­ლა და ტემ­პე­რა­ტუ­რაც რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლია.

ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში, სა­ჰა­რას უდაბ­ნო­ში სი­ცხე არა­ვის უკ­ვირს, თუმ­ცა, 5 ივ­ლისს ალ­ჟირ­ში, ქა­ლაქ ოუ­არ­გლა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 51 გრა­დუს ცელ­სი­უს­ზე მეტი იყო.

რე­კორ­დუ­ლი სი­ცხე და­ფიქ­სირ­და ჩრდი­ლო ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზეც. კა­ნა­და­ში, მონ­რე­ალ­ში 2 ივ­ლისს 36.6 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სი იყო, ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო სულ მცი­რე 70 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა კვე­ბე­კის პრო­ვინ­ცი­ა­ში.

ასე­ვე უჩ­ვე­უ­ლოდ ცხე­ლი ზა­ფხუ­ლია აშშ-ში, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რამ 42-43 გრა­დუსს მი­აღ­წია.

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ ქა­ლა­ქებს შო­რის მოხ­ვდა თბი­ლი­სიც - "Washington Post"-ი წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში 4 ივ­ლისს 40.5 ცელ­სი­უ­სი და­ფიქ­სირ­და.

„კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, სი­ცხეც და ნა­ლე­ქიც მეტი იქ­ნე­ბა, უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი, ვიდ­რე აქამ­დე“, - ამ­ბობს ტე­ხა­სის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­მა­ტის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რი კა­ტა­რინ ჰე­იჰოუ.

მზად არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხან­ძრებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS