უჩვეულოდ მაღალია ტემპერატურა აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც - ჩრდილო და სამხრეთ კორეაში რეკორდული 40 გრადუსი დაფიქსირდა.
ტემპერატურის ასეთი მკვეთრი მატება სითბური გამონაბოლქვის შედეგია, რის შესახებაც მეცნიერები მსოფლიოს დიდი ხანია, აფრთხილებენ.
„კლიმატის ცვლილების შედეგები შეუმჩნეველი უკვე აღარ არის. ის ვლინდება უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურით,
ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალია სკანდინავიის ნახევარკუნძულზეც. შვედეთში, ფინლანდიასა და ნორვეგიაში 32 გრადუსს გადააჭარბა.
ძლიერი სიცხის გამო ხანძარი გაჩნდა შვედეთში, ხელისუფლებამ დახმარება სხვა ქვეყნებს სთხოვა - მათ შორის იტალიას, რომელსაც ხანძრებთან ბრძოლის მეტი რესურსი აქვს.
ხანძარი მძვინვარებს საბერძნეთში, ცეცხლი ტყეში გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებს მოედო. გარდაცვლილთა რაოდენობამ 50-ს მიაღწია, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
დიდ ბრიტანეთში ნალექი დიდი ხანია, არ მოსულა და ტემპერატურაც რეკორდულად მაღალია.
ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰარას უდაბნოში სიცხე არავის უკვირს, თუმცა, 5 ივლისს ალჟირში, ქალაქ ოუარგლაში ტემპერატურა 51 გრადუს ცელსიუსზე მეტი იყო.
რეკორდული სიცხე დაფიქსირდა ჩრდილო ამერიკის კონტინენტზეც. კანადაში, მონრეალში 2 ივლისს 36.6 გრადუსი ცელსიუსი იყო, ტემპერატურის გამო სულ მცირე 70 ადამიანი გარდაიცვალა კვებეკის პროვინციაში.
ასევე უჩვეულოდ ცხელი ზაფხულია აშშ-ში, სადაც ტემპერატურამ 42-43 გრადუსს მიაღწია.
მსოფლიოს ყველაზე ცხელ ქალაქებს შორის მოხვდა თბილისიც - "Washington Post"-ი წერდა, რომ საქართველოს დედაქალაქში 4 ივლისს 40.5 ცელსიუსი დაფიქსირდა.
„კლიმატური ცვლილებების გამო, სიცხეც და ნალექიც მეტი იქნება, უფრო ინტენსიური, ვიდრე აქამდე“, - ამბობს ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის კლიმატის შემსწავლელი მეცნიერი კატარინ ჰეიჰოუ.
მზად არის თუ არა საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრებთან გასამკლავებლად განაგრძეთ კითხვა: