24 ივლისი, 2018
ყველაზე ეფექტური საშუალება კოღოების წინააღმდეგ
ზაფხული კოღოების გარეშე ალბათ წარმოუდგენელია, სწორედ ეს მწერები ხდიან გარეთ ყოფნას აუტანელს. მათთან ბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია.

არსებობს არომატები და საშუალებები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს კოღოს წინააღმდეგ.

1) კოღოს საშინლად არ მოსწონს ვანილის სურნელი და თუ სახლში ვანილს დადებთ, ის ოთახში არ გაჩერდება. ასევე, შეგიძლიათ გახსნათ ვანილი წყალში და მოაფრქვიოთ ოთახში.

2) ნივრიანი წყალი, მოხარშეთ 5-6 კბილი ნიორი 1 ჭიქა წყალში, ჩაასხით სითხე სპრეის ბოთლში და მოაფრქვიეთ სახლში.

3) სოდიანი წყალი.
აადუღეთ წყალი, შემდეგ გააციეთ და აურიეთ სოდა, მოაპკურეთ სახლში ყოველ 1 საათში. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS