- პროფესიით ფილოლოგი ვარ,
- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი, მყუდრო კერა?
- ჩემთვის სახლი ასოცირდება სუნთან, რომელიც ტრიალებს დახურულ სახლში. მთელი წელი რომ გამოკეტილია სახლი, მერე ჩახვალ გამოხსნი კარებს და ეს სიძველის სუნი დაგეტაკება. ალბათ ეს არის შენი ნამდვილი სახლის სუნი, რომელსაც სხვანაირად, უფრო მძაფრად აღიქვამ.
- როგორც აღნიშნეთ, სულ ახლახან დაასრულეთ კოტეჯის რემონტი. რა შეგრძნებაა, როცა საკუთარი შრომის შედეგს ხედავთ და ამავე დროს იღებთ უამრავ კომპლიმენტს?
- რა თქმა უნდა, საამაყოა. ნამდვილად ძალიან ლამაზი გამოვიდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ყველაფერი მარტომ გავაკეთე, დამხმარის გარეშე. ყველა დეტალი, გადასაფარებლიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული ჩემი ნაფიქრი და დაგეგმილი იყო. ღამეებს ვათენებდი, მაღაზიიდან მაღაზიაში დავდიოდი. ამასთან ერთად ამ საქმეში მთელი ჩემი სამეგობრო იყო ჩართული. ყველა თვალს ადევნებდა, რამდენად რთული ორი თვე გავიარე იმისთვის, რომ ეს შედეგი მქონოდა. მე ვფიქრობ, ეს შრომა და წვალება ამად ღირდა.
ყველაზე მეტად ვეცადე, რომ სახლში კომფორტი შემექმნა. კოტეჯში, სულ ოთხი საძინებელია. მეორე სართულზე განლაგებულ საძინებლებს აქვთ აივნები. არ მინდოდა, რომ ეს ოთახები მხოლოდ დასაძინებელი სივრცე ყოფილიყო. მინდოდა, ყოფილიყო დროის გასატარებელი ადგილი, ლამაზი ხედებით. ოთახებში დავდგი სამეულები. ჩემს სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, სავარძელში მოკალათებულებმა მიირთვან ფინჯანი ყავა, ჩაი, ღვინო და დატკბნენ ულამაზესი ხედების ცქერით. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები: