12 ივლისი, 2018
რამდენად დაბალანსებულია თქვენი 7 ჩაკრა? რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ!
სულ ახლახანს აღმოვაჩინე საინტერესო ინფორმაცია 7 ჩაკრას შესახებ.

როგორც ინგლისურენოვან სტატიებშია აღნიშნული, ადამიანის ენერგეტიკული ველის წესრიგი განსაზღვრავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ადამიანის 7 ჩაკრაზე დაკვირვებით შეგვიძლია ბევრი დასკვნის გაკეთება.

სწორედ ეს 7 ენერგიის ცენტრი აწესრიგებს ადამიანის ემოციურ, ფიზიკურ, სულიერ და მენტალურ მდგომარეობას. ჩაკრებში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვუყურებთ გარე სამყაროს, რა შეგრძნებები გვაქვს საკუთარი თავის მიმართ, რა მდგომარეობაშა ჩვენი ფიზიკური სხეული, რამდენად დალაგებული გვაქვს პირადი ან კარიერა და ა.შ.


გთავაზობთ 7 რჩევას, რომლებიც აუცილებლად
უნდა გაითვალისწინით.



1. იმეგობრეთ ბუნებასთან: ისეირნეთ ბუნებაში პირველი ჩაკრა, იგივე ფუძის ჩაკრა, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საძირკველი ჩვენი ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობისთვის.

იგი გვაკავშირებს დედაბუნებასთან და ბუნება ის ადგილია, სადაც ჩვენი ფიზიკური სიძლიერე და ფსიქოლოგიური გამძლეობა ვითარდება.

ეცადეთ შეიგრძნოთ ბუნებასთან ერთობა.



2. მეორე ჩაკრა არის სექსუალურობის, ემოციებისა და შინაგანი ბავშვის სამყოფელი. იგი არეგულირებს, თუ როგორ ვიქცევით საზოგადოებაში, როგორ ვახდენთ შიდა და გარე საზღვრების ჩამოყალიბებას, ასევე როგორ ვიღებთ სიამოვნებას.


ყველაზე გავრცელებული პრობლემა ამ ჩაკრასთან დაკავშრებით არის სხვადასხვა დამოკიდებულება ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, საჭმელზე, მოწევაზე, ვარჯიშზე ან სექსზე. ამ ჩაკრის დასაბალანსებლად და გასაჯანსაღებლად დაგეხმარებათ თბილი წყლის აბაზანა, დაახლოებით 20 წუთით, წყალში ჩაყარეთ 500-500 გრამი ზღვის მარილი, წყალს დიდი სამკურნალო ენერგია აქვს.


3. მესამე ჩაკრა მეტყველებს ჩვენს თვითშეფასებაზე. იგი ასევე მეტყველებს, ჩვენს ნებისყოფასა და პიროვნულ სიძლიერეზე. სწორედ ამ ჩაკრის საშუალებით ხდება ჩვენი ინდივიდუალობის აღქმა.

ასეთ ჩაკრას აბალანსებს ფიზიკური მოძრაობა, განსაკუთრებით თუ ვარჯიშობთ დილით ან მზის ჩასვლისას. იხილეთ ვრცლად:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS