10 ივლისი, 2018
როგორ დავიძინოთ ზაფხულის აუტანელ სიცხეში - თუ ოთახში არ გვაქვს კონდიციონერი
რამდენი გაუსაძლისი, ცხელი ღამის გადატანა გვიწევს ზაფხულში?

არ გაქვთ კონდიციონერი? მაშინ ისარგებლეთ რამდენიმე მარტივი, მაგრამ ქმედითი რჩევით.

დაიფარე

სიცხეში შედარებით კომფორტული რომ გქონდეთ ძილი, გთავაზობთ სამ მეთოდს.


პირველ რიგში, შეგიძლიათ აირჩიოთ აბრეშუმის თეთრეული. სრიალა გრილი ქსოვილის ნატურალური ბოჭკოები არ ცხელდება არც სიცხისგან და არც თქვენი სხეულისგან.

მეორე - გადასაფარებლად უმჯობესია, აირჩიოთ ყველაზე თხელი ქსოვილი ძაფების მინიმალური რაოდენობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუკეთესო ვარიანტი იქნება სელის ან ბამბის გადასაფარებელი.

მესამე - დაძინებამდე ერთი ან ორი საათით
ადრე საწოლის თეთრეული შეგიძლიათ შედოთ საყინულეში. ეს სიგრილე საკმარისი იქნება თქვენი ჩაძინებისთვის.


ჩაიცვი



სიცხეში დაიძინო შიშველმა, არაკომფორტულია მარტივი მიზეზის გამო: საკუთარი ოფლი უფრო მეტ დისკომფორტს შეგიქმნით, ვიდრე თვითონ სიცხე. ოფლი რამემ უნდა შეიწოვოს, ძილში რომ არ შეგიშალოთ ხელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის ღამეს ძილისთვის უნდა შეარჩიოთ ნატურალური ქსოვილის მსუბუქი საღამურები. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS