მაშველების ჯგუფი, მწვრთნელთან და მოზარდთან ერთად გამოქვაბულიდან ადგილობრივი დროით 17:43 საათზე გამოვიდა.
"Spring News"-ის ინფორმაციით, მოზარდსა და 25 წლის მწვრთნელს საველე ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი 7-კილომეტრიან გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც წყალდიდობის გამო ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. მაშველებმა ისინი მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს.