26 ივნისი, 2018
კრიმინალის პრინცესა: როგორ ცხოვრობს კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა
ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში მხოლოდ ცნობილი ადამიანები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები არ ხვდებიან. ამჯერად ჩვენი ყურადღება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ქალიშვილმა გვანცა ონიანმა მიიპყრო. გვანცა 25 წლის არის და მის შესახებ რუსული პრესა ხშირად წერს.

ჟურნალისტებმა მას „კრიმინალის პრინცესა“ უწოდეს. ტარიელ ონიანს ბიზნესმენის გატაცების გამო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა მისი ქალიშვილი მდიდრულად ცხოვრობს და როგორც იტყვიან არაფერი აკლია.

ის ბიზნესმენების შვილების წვეულებების ხშირი სტუმარია, დადის ქორწილებში და არც ბომონდურ წვეულებებზე ამბობს უარს.

Rating

გოგონა მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ხშირად სტუმრობს მამის მშობლიურ ქვეყანას - საქართველოს. განსაკუთრებით უყვარს ელიტურ კურორტებზე დასვენება, მას ხშირად შეხვდებით მონაკოში, მიკონოს კუნძულზე და სოჭში.

ბავშვობაში გვანცამ მძიმე სტრესი მიიღო. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი 90-იან წლებში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. სადაც მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, საფრანგეთიდან ონიანი ესპანეთში გადავიდა ოჯახთან ერთად.

2005 წელს რუსი მაფიოზების წინააღმდეგ, ესპანელმა სამართალდამცავებმა სპეც-ოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს.

რუსული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ესპანეთის პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა. ბი-ბი-სის ცნობით, ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 45 ადამიანი დააკავეს.

Rating

სპეცოპერაცია ბარსელონაში მდებარე ტარიელ ონიანის კუთვნილ ვილაშიც ჩატარდა. ოპერაციის მომენტში ბინაში ქართველი ავტორიტეტი და მისი მცირეწლოვანი შვილი გვანცა იმყოფებოდნენ. ონიანის მეუღლე და უფროსი შვილი უშბა იმ დროს ესპანეთის ფარგლებს გარეთ იყვნენ.

ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ონიანი ვიღაცამ გააფრთხილა. ვილაში შევარდნილ სამართალდამცავებს ქართველი ავტორიტეტი ადგილზე აღარ დახვდათ. მან პოლიციას რამდენიმე წუთით გაასწრო.

სამაგიეროდ, სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო.

სპეც-ოპერაციის შედეგად გვანცა დააკავეს, ონიანმა ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა, ხოლო 12 წლის გვანცა პოლიციამ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანა. ბავშვი რამდენიმე დღეში, საქართველოს კონსულის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ ტარილ ონიანი რუსეთში დაბრუნდა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ტარიელ ონიანის პატიმრობას ვადა დღეს ამოეწურა. რუსული პრესა წერს, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ ახალი ქურდული გარჩევები დაიწყება.

Rating
Rating
Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ქართველი
ბოროტები მაინც ბოროტებად დარჩებით, რას ერჩით გოგოს ქართული სილამაზეა
17:23 / 28-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ტენგო
გათხოვდი და ბევრი ლამაზი შვილი აჩუქე საქართველოს
13:45 / 28-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ანა
ყველა სურათში სევდიანია...მამა გაიქცა და 12 წლის ბავშვი მარტო დატოვა? აქ სათქმელიც არაფერია...ალბათ სვანეთში ნამდვილად ვეღარ ჩავა...
10:42 / 28-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ქართველი კაცი არ გაიკარო ფულის გამო სულსაც გაყიდის
21:19 / 27-06-2018
გამოხმაურება / 0 /
გიული უშკუდიანი
ღირსეული ქართვრლის ღირსეული შვილი ხარ ბაბუ კრიმინალები ხულიგნები და თახსირები საქართველოს ხელისუფლებაში არიან
19:39 / 27-06-2018
გამოხმაურება / 0 /
მარი
რა სამარცხვინოა!!!ქურდი კი არა კურდღელია!!!12 წლის გოგონა თან,როგორ მიატოვა პოლიციის შიშით???იმედია საქართველოში არ ჩამოვა არასოდეს და სადმე ჩალპება!!!უშბა როგორ დაარქვა შვილს?რუსეთს კი თუ ძალიან უნდა დაიტოვოს და ყავდეს მოსკოვს!იმედია გვანცა არასოდეს არ აპატიებს და მამასაც არ დაუძახებს,მაგრამ ფულიიიიიიი....გვანცას კი ვეტყოდი,რომ მართალია მოსკოვში ცხოვრობ,მაგრამ აუცილებელი არაა ბრეჟნევის წარბები დაიხატო!!!არსებობს კიდევ სხვა ცივილიზაციაც!!!
00:31 / 27-06-2018
გამოხმაურება / 3 /
გგ
ვაი შენ პატრონს :))))))))))))))
12:08 / 28-06-2018
აუუუ
როგორ გშურს :))) აშკარად
01:55 / 03-07-2018
Moscow
Mariam sanam sxvisken xels gaiashver shensas daxede Supra gaqvs?
01:48 / 29-01-2019
ვაუ
ქალი-ავაზა
22:29 / 26-06-2018
გამოხმაურება / 0 /
გია
ძალიან ლამაზი და ძალიან წესიერი გოგონაა! ღმერთმა ხელი მოუმართოს მომავალ ცხოვრებაში და სულ გამარჯვებულს ევლოს! რაც შეეხება მის მამას,მისი მამა შეუდარებლად უფრო ღირსეული კაცია,ვიდრე მიშა სააკიანი,ჭორვილელი ციცერონი,და მთელი ,,ნაციონალები,, და ,,ოცნება,, ერთად აღებულკებიაღაღებულები
22:21 / 26-06-2018
გამოხმაურება / 1 /
გიას
გია, გისურვებთ რომ თქვენი აი პი პოლიციამ გაშიფროს და შესაბამისად შეგაჯანჯღაროთ ყოვლად ამაზრზენი და გულისამრევი ე.წ "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერა და გულშემატკივრობისთვის. როგორი იმბეცილი უნდა იყო ადამიანი რომ ე.წ "ქურდის" თაყვანისმცემელი იყო! თფუი მართლაც!!!!
12:02 / 28-06-2018
მახარე
ქართლი სილამაზე მაინც სხვაა რა. ანგელოზივით გოგოა.
17:54 / 26-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS