16 ივნისი, 2018
წვეულებები, რომლებზე მოხვედრა ყველას ოცნებაა
და­მე­თან­ხმე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებსა და ფან­ტა­ზი­ას სა­ზღვა­რი აღარ აქვს. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ნა­ხი თუ არა, გა­გო­ნი­ლი მა­ინც უნდა გვქონ­დეს, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და მათი ფან­ტა­ზია ყო­ველ ჯერ­ზე მა­ინც ახალ-ახალ სი­ურპრი­ზებს გვთა­ვა­ზობს.

გთა­ვა­ზობთ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლ წვე­უ­ლე­ბებს:

ჯიმი ჩუს 2017 წლის შოუ პა­რიზ­ში

ჯიმი ჩუს შე­მოქ­მე­დე­ბით­მა დი­რექ­ტორ­მა სან­დრა ჩოიმ სა­დღე­სას­წა­უ­ლო კო­ლექ­ცია პა­რიზ­ში სა­ზე­ი­მოდ გახ­სნა. მდიდ­რუ­ლი ფეხ­საც­მლის ბრენდმა 2017 წლის სა­დღე­სას­წა­უ­ლო კო­ლექ­ცია, Swarovski-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შექ­მნა.

გა­მო­ფე­ნილ ნი­მუ­შებს გვერდს უმ­შვე­ნებ­
და ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც დე­კო­რა­ტი­ულ ხა­სი­ათს ატა­რებ­და და ძვირ­ფა­სი ქვე­ბით იყო მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი, სუფ­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ძვირ­ფა­სი ქვე­ბით სავ­სე შუ­შის ჭი­ქე­ბი და ვერ­ცხლის სა­სან­თლე­ე­ბი.

Rating

“სას­ტუმ­რო ატ­ლან­ტი­სის” გახ­სნა დუ­ბა­ი­ში

“სას­ტუმ­რო ატ­ლან­ტი­სი” დუ­ბა­ი­ში, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ კუნ­ძულ „პალმ აი­ლენ­დზე“ მდე­ბა­რე­ობს. სას­ტუმ­როს გრან­დი­ო­ზუ­ლი გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა კა­ი­ლი მი­ნო­უ­გის ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჰი­ტე­ბით და­ი­წყო. მას­თან ერ­თად ცე­რე­მო­ნი­ას ჰო­ლი­ვუ­დის სხვა სე­ლებ­რი­თე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის რო­ბერტ დე ნირო, შერ­ლიზ ტე­რო­ნი, ლინდსი ლო­ჰა­ნი და სხვე­ბი.

სა­ზე­ი­მო ფე­ი­ერ­ვერ­კი მას­შტა­ბით შვიდ­ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და 2000 წლის ჩი­ნე­თის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ფე­ი­ერ­ვერკს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბი­უ­ჯე­ტი 31 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყო.

Rating

პრინ­ცი ჰა­რი­სა და მსა­ხი­ობ მე­გან მარ­კლის ქორ­წი­ლი

არ გა­და­ვა­ჭარ­ბებთ თუ ვი­ტყვით, რომ ამ სა­ნა­ხა­ო­ბამ ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ქორ­წი­ლი, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა, და­ახ­ლო­­ებით 500 მი­ლი­ო­ნი დაჯ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მე­გა­ნის ფატა, რო­მელ­ზეც თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წევ­რი 53 ქვეყ­ნის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვა­ვი­ლე­ბი იყო ამო­ქარ­გუ­ლი.

Rating

კუნ­ძულ იბი­ცას და­უ­ვი­წყა­რი წვე­უ­ლე­ბე­ბი

იბი­ცა­ზე მდე­ბა­რე ღია კლუ­ბე­ბი და მათ­ზე გა­მარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის ხალ­ხმრა­ვა­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია იქ მოხ­ვედ­რი­ლი სტუმ­რე­ბის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი დი­ჯე­ის დე­ვიდ გე­ტას შოუ, რო­მე­ლიც იბი­ცა­ზე მდე­ბა­რე კლუბ­ში „pacha” გა­ი­მარ­თა. ის ასე­ვე და­უ­ვი­წყა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის.


Rating
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავ­სი წვე­უ­ლე­ბე­ბის გა­მარ­თვა ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა გახ­და, ჩვენც ვცდი­ლობთ ამ კუ­თხით არ ჩა­მოვ­რჩეთ გან­ვი­თა­რე­ბულ მსოფ­ლი­ოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი მას­შტა­ბე­ბის წვე­უ­ლე­ბე­ბით ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი, ვერც იმას ვი­ტყვით, რომ ჩვენ­თან მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა.

„ბილტმორ თბი­ლი­სის“ სა­ზე­ი­მო გახ­სნა

თბი­ლის­ში 6-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო The Biltmore Hotel Tbilisi გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ირ­ვერ­კისა და ლა­ზე­რუ­ლი შოუს თან­ხლე­ბით გა­იხ­სნა. არა­ბულ­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ამ Dhabi Group შე­ნო­ბა­ში 140 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო.

სა­მგან­ზო­მი­ლე­ბი­ან შოუს, რო­მე­ლიც უკვე აღი­ა­რეს კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლად, ხუ­თი­ა­თა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებ­და თვალს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, გახ­სნის ცე­რე­მო­ნია ორ მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ლა­რი დაჯ­და.

Rating

H&M-ის მა­ღა­ზი­ის გახ­სნა თბი­ლის­ში

გა­სულ წელს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე „გა­ლე­რია თბი­ლის­ში“, შვე­დუ­რი ბრენ­დის H&M-ის მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც 3 სარ­თულ­სა და 3000 კვად­რა­ტულ მეტრზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, გრან­დი­ო­ზუ­ლად გა­იხ­სნა.

H&M-ის მა­ღა­ზი­ის გახ­სნას ხალ­ხი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბო­და. ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჯერ კი­დევ გახ­სნამ­დე აა­ნონ­სებ­დნენ სი­ურპრი­ზებს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ვინც რი­გით პირ­ველ სა­მე­ულ­ში მოხ­ვდე­ბოდ­ნენ.

Rating

თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა, 23 ივ­ნისს პა­ლიტ­რა მე­დია, აჭა­რა­ში რა­დიო პა­ლიტ­რას შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გრან­დი­ო­ზულ ივენთს აა­ნონ­სებს. ღო­ნის­ძი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არაა გა­სა­ჯა­რო­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა, მო­ლო­დი­ნი იმ­დე­ნად დი­დია, რომ კი­თხვამ - რა მოხ­დე­ბა 23 ივ­ნისს, თით­ქმის მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა. რო­გორც კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, რა­დიო პა­ლიტ­რა ღო­ნის­ძი­ე­ბას გემ­ზე ატა­რებს, მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს კი ცნო­ბი­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ივენ­თვის­თვის ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში და სწო­რედ გემ­ზე მო­ა­წყობს ვახ­შამს აჭა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით. შოუს მუ­სი­კა­ლუ­რად კა­ხა­ბე­რი გა­ა­ფორ­მებს და სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზეც იზ­რუ­ნებს. სა­ნამ უფრო მეტი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ამ ივენ­თის შე­სა­ხებ, ჩვენ ისღა დაგ­ვრჩე­ნია, მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დოთ 23 ივ­ნისს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS