14 ივნისი, 2018
"ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო პერიოდი სწორედ მას უკავშირდება" - მამუკა ბახტაძის გულახდილი ინტერვიუ
პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - მამუკა ბახტაძემ მაისში ჟურნალ "შინს" ინტერვიუ მისცა. მინისტრმა თავის წინაპრებზე და იმ სახლზე ისაუბრა, სადაც ბავშვობის ულამაზესი წლები გაატარა... ეს სახლი ყველასთვის ნაცნობია - სწორედ იქ არის გადაღებული ცნობილი ფილმი "იმერული ესკიზები".

ამონარიდი სტატიიდან:

"ეს სახლი ჩვენი ოჯახის დიდი სიამაყეა. აქ ექვსი თაობაა გაზრდილი! 150 წლის, ისტორიული სახლია! ყოველი ზაფხულის გატარება აქ მიწევდა და ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო პერიოდი სწორედ მას უკავშირდება"... - ეს სიტყვები მამუკა ბახტაძეს
ეკუთვნის. - ეს სწორედ ის სახლია, სადაც ყველასათვის საყვარელი ფილმი "იმერული ესკიზებია" გადაღებული.

გარკვეული ანაზღაურების საფასურად რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ დაეშალათ და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაეტანათ. რა თქმა უნდა ოჯახი, ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო. სახლს ბევრი ცნობილი პირი სტუმრობდა. ბაბუაც რეჟისორი იყო, თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა და ბევრ ცნობილ ხელოვანთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა... ვინაიდან სახლი შემოქმედებით წრეში კარგად იყო ცნობილი, ფილმის მთავარმა რეჟისორმა ქალბატონმა ნანა მჭედლიძემ ბებიას შესთავაზა, ფილმის ნაწილი ამ სახლში ყოფილიყო გადაღებული... ძალიან საინტერესო ალბომები ინახებოდა სახლში და ფილმშიც არის ეპიზოდი, ერთ-ერთი გმირი რომ ტახტზე ზის და ალბომებს ათვალიერებს... "  იხილეთ სრულად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS