14 ივნისი, 2018
არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, პოლიციის განყოფილებასთან ცხედარი თავად მიიტანა
ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე დასახლებაში მცირეწლოვანი ოჯახის ახლობელმა მოკლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი და 4 წლის ბავშვის დედა უცხოეთის მოქალაქეები არიან, ისინი საქართველოში თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვის
დედა თურქეთში იმყოფებოდა, როდესაც შვილი მოუკლეს.

ამასთან, სახლის მეპატრონე, რომელსაც უზბეკეთის მოქალაქეებზე საცხოვრებელი ჰქონდა მიქირავებული, ამბობს, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებისგან შეიტყო. სხვა დეტალებზე სახლის მეპატრონე არ საუბრობს. 

წყარო: ინტერპრესნიუსი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS