ბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა - იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას... სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა... მას მერე, უკვე ერთი თვეა, გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, კომაშია და ექიმებიც და მშობლებიც ელოდებიან სასწაულს. შანსი იმის, რომ ეს სასწაული მოხდეს, რა თქმა უნდა, არსებობს. შინაგანი ორგანოები
გიორგის მწყობრში აქვს, ძირითადი დაზიანება ტვინზე მოხდა და იმედოვნებენ, ახალგაზრდა და ძლიერი ორგანიზმი მოახერხებს სიცოცხლისთვის ბრძოლას...
თუმცა, სამწუხაროდ, ამასობაში ის თანხა, რაც საყოველთაო დაზღვევით იყო გათვალისწინებული და რითაც აქამდე უტარდებოდა ყველა პროცედურა, ამოიწურა. ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს დაფინანსებაზე - არადა, რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დღის გატარებაც კი 400 ლარი ჯდება და მრავალშვილიანი ოჯახისთვის (გიორგის სამი და-ძმა ჰყავს), ეს ძალიან დიდი თანხაა.
გიორგის ახლობლები საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას - დედას და მამას დიდი იმედი აქვთ, რომ გიორგი ისევ გაახელს თვალებს, ისევ დადგება ფეხზე და თავისი მხიარული, დაუდგრომელი ხასიათით გაახარებს გარშემო მყოფებს.
გიორგის თუ ბევრი ერთად დავეხმარებით, იქნებ კიდევ ერთი ახალგაზრდა გადავარჩინოთ.
საქველმოქმედო ნომერი: 09 01 70 13 94 - დარეკეთ მაგთიდან და ბილაინიდან. ზარის საფასური - 1 ლარი. იხილეთ რეკვიზიტები და დაეხმარეთ გიორგის