13 ივნისი, 2018
დები ზარანდიების უკანასკნელი ფოტო და ემოციური მოგონება 13 ივნისს დაღუპულ გოგონებზე
თბი­ლი­სის სტი­ქი­ი­დან სამი წელი გა­ვი­და. 2015 წლის 13 ივ­ნისს მომ­ხდარ­მა და­მან­გრე­ველ­მა სტი­ქი­ამ 19 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი, ცხო­ვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი წყალ­დი­დო­ბას ემსხვერ­პლა.

და­ღუ­პუ­ლებს შო­რის იყ­ვნენ დები - ინ­დი­რა და ლიზა ზა­რან­დი­ე­ბი. გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში" ემო­ცი­ურ პოსტს წერს მათი ბი­ძაშ­ვი­ლი, თამ­თა ზა­რან­დია:

"Carpe diem... "და­ი­ჭი­რე წამი" პა­თე­ტი­კუ­რად ჟღერს ვიცი. სამი წლის წინ ამ დღეს მეც ასე ვი­ფიქ­რებ­დი. ყო­ველ­თვის გგო­ნია რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღე იქ­ნე­ბა, მო­მა­ვალ კვი­რას ნა­ხავ მე­გობ­რებს, შემ­დეგ თვე­ში და­გეგ­მავ ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლას,
მო­მა­ვალ წელს მი­აღ­წევ და­სა­ხულ მი­ზანს. 100 წლის მო­ხუ­ციც იმე­დოვ­ნებს რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღე გა­უ­თენ­დე­ბა, მო­ე­ფე­რე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლებს და ჩა­ე­ხუ­ტე­ბა შვი­ლებს.

ინ­დი­რას სი­ცო­ცხლე უყ­ვარ­და, მას­ზე მე­ტად ვინ­მეს თუ უყ­ვარს არ ვიცი. ყო­ველ წამს ტკბე­ბო­და სი­ცო­ცხლით, ყვე­ლა­ფერ­ში პო­ზი­ტივს ხე­დავ­და და სხვა­საც უხ­ვად უნა­წი­ლებ­და.ზუს­ტად ვიცი, ლი­ზი­მაც არ იცო­და რომ მე­ო­რე დღეს ვერ ვნა­ხავ­დი, და სა­ერ­თოდ ვე­რას­დროს ვნა­ხავ­დი, და მა­ინც ყო­ვე­ლი დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას ისე მე­ხუ­ტე­ბო­და, რო­გორც ამ დღეს სამი წლის წინ.

დღეს და­უ­რე­კე საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, დღეს მო­ი­კი­თხე მე­გობ­რე­ბი, არ და­გე­ზა­როს სით­ბოს გა­ცე­მა და თუ ხვალ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი გვერ­დით არ გე­ყო­ლა გული არ დაგ­წყდე­ბა რომ ვერ მო­ას­წა­რი, რომ ვერ უთხა­რი, რომ ვერ გა­მო­ი­ყე­ნე ერ­თად ყოფ­ნის დრო.დატ­კბი დღე­ვან­დე­ლი დღით, რად­გან ხვალ შე­იძ­ლე­ბა გვი­ა­ნი იყოს", - წერს თამ­თა ზა­რან­დია "ფე­ის­ბუქ­ზე".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS