დაღუპულებს შორის იყვნენ დები - ინდირა და ლიზა ზარანდიები. გოგონების შესახებ "ფეისბუქში" ემოციურ პოსტს წერს მათი ბიძაშვილი, თამთა ზარანდია:
"Carpe diem... "დაიჭირე წამი" პათეტიკურად ჟღერს ვიცი. სამი წლის წინ ამ დღეს მეც ასე ვიფიქრებდი. ყოველთვის გგონია რომ ხვალინდელი დღე იქნება, მომავალ კვირას ნახავ მეგობრებს, შემდეგ თვეში დაგეგმავ ქალაქგარეთ გასვლას,
ინდირას სიცოცხლე უყვარდა, მასზე მეტად ვინმეს თუ უყვარს არ ვიცი. ყოველ წამს ტკბებოდა სიცოცხლით, ყველაფერში პოზიტივს ხედავდა და სხვასაც უხვად უნაწილებდა.ზუსტად ვიცი, ლიზიმაც არ იცოდა რომ მეორე დღეს ვერ ვნახავდი, და საერთოდ ვერასდროს ვნახავდი, და მაინც ყოველი დამშვიდობებისას ისე მეხუტებოდა, როგორც ამ დღეს სამი წლის წინ.
დღეს დაურეკე საყვარელ ადამიანებს, დღეს მოიკითხე მეგობრები, არ დაგეზაროს სითბოს გაცემა და თუ ხვალ რომელიმე მათგანი გვერდით არ გეყოლა გული არ დაგწყდება რომ ვერ მოასწარი, რომ ვერ უთხარი, რომ ვერ გამოიყენე ერთად ყოფნის დრო.დატკბი დღევანდელი დღით, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს", - წერს თამთა ზარანდია "ფეისბუქზე".