13 ივნისი, 2018
რატომ უჭირს ქალს გათხოვება 30 წლის შემდეგ?
სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. თუ ადრე ქალი, რომელსაც 30 შეუსრულდებოდა, შინაბერად ითვლებოდა და თავადვე გამოჰქონდა საკუთარი თავისთვის განაჩენი, ახლა ბევრი ქალბატონი შეგნებულად არ ჩქარობს გათხოვებას,
რადგან პირველ ადგილზე მათთვის კარიერა და სტაბილური მატერიალური მდგომარეობაა. ეს კი, თავის მხრივ, პირადი ცხოვრებისთვის არც ძალას ტოვებს და არც დროს.

დღეს მარტოხელა ქალებს სულ სხვაგვარად უყურებენ. ისინი უკვე არ იწვევენ შეცოდებას და თანაგრძნობას გარშემომყოფების მხრიდან. თუმცა, თუ თქვენ მაინც გსურთ გათხოვება, გაგანდობთ რამდენიმე წესს იმისათვის, რომ 30 წლის შემდეგ
ცხოვრების თანამგზავრი იპოვოთ.

რა უშლის ხელს გათხოვებას?

იმისათვის, რომ იშოვოთ ქმარი და შექმნათ ბედნიერი ოჯახი, უნდა დაიწყოთ საკუთარი თავით. ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომლებიც ქალს ხელს უშლის, იბრძოლოს პირადი ბედნიერებისთვის.

გადაჭარბებული მოთხოვნები

ცხოვრების მეგზურის არჩევას 30 წლის შემდეგ, პირველ რიგში, ართულებს ის, რომ ქალი ამ დროს უკვე შემდგარი პიროვნებაა და მას გარკვეული მოთხოვნები აქვს მამაკაცების მიმართ. ის უკვე აღარ უყურებს მხოლოდ გარეგნობას და არ უსმენს საკუთარი სხეულის ხმას კონკრეტული მამაკაცის მიმართ.

ქალს აინტერესებს პოტენციური მეუღლის სოციალური სტატუსი, მისი მატერიალური მდგომარეობა, ბავშვებისადმი მისი დამოკიდებულება, მსოფლმხედველობა და წრე. ეს კი საგრძნობლად ამცირებს მომავალი ქმრის შესაძლო კანდიდატების არეალს.

ამიტომაც, თუ თქვენ გსურთ გათხოვდეთ, მაშინ მოგიწევთ, რომ უპირატესობების სია მინიმუმ ორჯერ შეამციროთ. ორიენტირება გააკეთეთ არა საფულესა და სოციალურ სტატუსზე, არამედ სულიერი კომფორტის შეგრძნებაზე, რომელიც კონკრეტულ მამაკაცთან ურთიერთობისას ან ჩნდება, ან არა.

შინაგანი დადგენილება

კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც გათხოვებას უშლის ხელს - დადგენილებაა: მე აუცილებლად უნდა ვიშოვო ქმარი. ეს დადგენილება ბეჭედს ასვამს თქვენს ხასიათს და გარეგნობასაც. ასეთ ქალებს გამოხედვა მაძებრის აქვთ და ისინი მამაკაცს აძლევენ სიგნალს, რომ საყვარელ მამაკაცს კი არა, ქმარს ეძებენ. ეს მამაკაცებს აფრთხობს. ისინი ყველანაირად ცდილობენ, ასეთი ქალებისგან თავი შორს დაიჭირონ.

გახსოვდეთ, რომ თავგადასავლების მაძიებელი ქალები უფრო იზიდავენ მამაკაცებს, ვიდრე ისინი, ვისაც შუბლზე აწერია: გათხოვება მინდა! მამაკაცები ბუნებით მონადირეები არიან და ამიტომაც ფრთხიან, როცა მათ აგრძნობინებენ, რომ ნადირობა ამჯერად მათზე მიდის.

წინააღმდეგობის კონფლიქტი

შემდეგი ფაქტორია შინაგანი წინააღმდეგობა. ერთი მხრივ, ქალი ოცნებობს ოჯახზე, მეორე მხრივ - მას უკვე აქვს ჩამოყალიბებული ჩვევები, რომლებთან გამოთხოვებაც უჭირს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: მზად ხართ შეიცვალოთ, მოერგოთ სხვა ადამიანს, უარი თქვათ ჩვევებზე? უპასუხეთ ამ კითხვებს მაქსიმალურად გულახდილად და მიხვდებით, რომ ერთია აბსტრაქტული ოცნება და მეორე - იმის შეგნება, რაზე ხართ წამსვლელი.

ძალიან ხშირად ქალები ქვეცნობიერად იშორებენ პოტენციურ ქმარს, როცა ხვდებიან, რომ მის გამო მსხვერპლის გაღება მოუწევთ. ასე რომ, ქმრის ძებნას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ თქვენ ნამდვილად გინდათ ოჯახის შექმნა და არა უბრალოდ მარტოხელა ქალის სტატუსის შეცვლა გათხოვილ ქალზე.

დაბალი თვითშეფასება

ბევრი ქალი თვლის, რომ თუ მან 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო მოეწყო თავისი პირადი ცხოვრება, მაშინ ის "წუნდებულია", იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ყველაფერი წესრიგში აქვს: საკუთარი ბინა, კარიერა, სოლიდური ხელფასი, ბევრი მეგობარი და ფართო ინტერესის სფერო. ქვეცნობიერად მაინც არსებობს კომპლექსი: მე რაღაც ისე არ მაქვს.

და ჩნდება დახურული წრე. ქალს არ უყვარს და არ აფასებს საკუთარ თავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც სხვა შეიყვარებს და შეაფასებს სათანადოდ. იამაყეთ ყველა თქვენი მიღწევით და არ დაგავიწყდეთ ამის ყველა იმ ადამიანთან მოყოლა, ვინც თქვენს გვერდით არის.

გარშემომყოფებს უნდა შეექმნათ წარმოდგენა, რომ თქვენ ჭკვიანი ხართ, ლამაზი და წარმატებული ცხოვრების ყველა სფეროში. არ გყავთ ოჯახი? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თქვენ არ გინდოდათ! და რომ ეს თქვენი კი არა, მათი პრობლემაა, ვინც ხელიდან გაგიშვათ.

შეცვალეთ შეხედულება თქვენი მარტოობის მიმართ და გარშემომყოფები შეცვლიან თქვენს მიმართ დამოკიდებულებას იხილეთ ვრცლად:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS