ნიშნის ზოგადი დახასიათება
თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. აქედან გამომდინარე, ნუ გაგაკვირვებთ ის ფაქტი, თუ ამ ადამიანების ხასიათში წინამორბედი თერთმეტი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ამა თუ იმ თვისებას აღმოაჩენთ. პლანეტა ნეპტუნის გავლენაში მოქცეული ეს ადამიანები გარდასახვის საოცარი უნარით და უძლიერესი ინტუიციით დააჯილდოვა ბუნებამ.
თუმცა, სწორედ ნეპტუნის ბუნდოვანი ენერგეტიკა
განაპირობებს იმას, რომ მათ უმრავლესობას ხშირად გამოგონილ სამყაროში ურჩევნია ცხოვრება, ვიდრე რეალურ ყოველდღიურობაში.
თევზების ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო ორი, საპირისპირო მიმართულებით მცურავი თევზია, რომელიც ბედის ირონიით,
აქედან გამომდინარე, თანდაყოლილი თანაგრძნობის უნარის და გულმოწყალების გამო ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა შორის ძალიან ბევრი მოწყალების და, ფსიქოლოგი ან ღვთისმსახური გვხვდება. კიდევ ერთი გამოკვეთილი თვისების, გარდასახვის უნარის წყალობით კი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არანაკლები წარმატებით შეუძლიათ სამსახიობო ან მუსიკალური კარიერის გაკეთება. ორივე სქესის თევზები სპეციფიკური გარეგნობით და დამახასიათებელი ქცევის მანერით გამოირჩევიან. მათ უმრავლესობას, როგორც წესი, „თევზური“ გამომეტყველება, განიერი ჭრილის მქონე, ღია ფერის, ოდნავ გადმოკარკლული თვალები (შავთვალება და შავგვრემანი თევზები იშვიათობას წარმოადგენენ), ფლეგმატური გამომეტყველება და სახის ბუნდოვანი ნაკვთები აქვს. კიდევ ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც თევზების ზოდიაქოს წარმომადგენელს ადვილად იცნობთ, მომცრო ზომის, ლამაზი ხელ-ფეხია განაგრძეთ კითხვა: