გთავაზობთ გოგი გვახარიას სტატუსს:
„თანაგრძნობა შეიძლება მოიპოვო, მაგრამ არ შეიძლება მოითხოვოო. ერთ პროფესორ ქალბატონს დაუწერია ზაზა სარალიძეზე. ნუ ამ ქალს, რატომღაც მგონია, არასდროს, არასდროს არც არავინ ჰყვარებია და არც არავის მიმართ ჰქონია თანაგრძნობა.
მისი სტატუსი მიჩვენა მეგობარმა და ძალიან მომინდა რამე დამეწერა – დავიწყე, წავშალე, დავიწყე, წავშალე! აზრი არა აქვს!.. თანაგრძნობა, ეს, მე თუ მკითხავ, მთავარი ადამიანური
დღეს ეს კაცი, ისე როგორც არასდროს, არის მარტო.
ყველა ჩვენი ქმედება და სიტყვა არის ყალბი, რადგან ბოლომდე მაინც ვერ ვიგებთ რას განიცდის მამა, რომელსაც ამდენი ხანი იმედი ჰქონდა, რომ გულწრფელად დაეხმარებოდნენ და მხარში ამოუდგებოდნენ,
თანაგრძნობის ასეთი კატასტროფული დეფიციტის ფონზე მით უფრო შემზარავია საქართველოს ხელისუფლების და განსაკუთრებით მისი მხარდამჭერების ცინიზმი.
ამ კაცის ტრაგედია, იცოდეთ, ყოველი თქვენგანის ბიოგრაფიის ნაწილი გახდება და გაგიჭირდებათ ტვირთის ტარება…“