12 ივნისი, 2018
ივნისის თვის ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - რას გვიმზადებს ზაფხულის პირველი თვე
თუ პოზიტიურად ვიფიქრებთ, ეს ჩვენს ცხოვრებაზეც პოზიტიურად აისახება და საერთოდ, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთათვისაც ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი, უფრო ადვილია.

ასეთ ადამიანად ახასიათებენ ავსტრალიელ ტაროლოგს ანჟელა პერლსაც, რომელსაც 20 წელზე მეტი სტაჟი აქვს ასტროლოგიაში. სწორედ ივნისის თვის მისეულ პროგნოზს გაგაცნობთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

1. ვერძი

ამ თვეს ცეცხლოვან ვერძებს პირად ცხოვრებაში გაუმართლებთ. მარტოხელა ვერძებს საბედისწერო შეხვედრა ელით. დაოჯახებულები კი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავლენ.

თუ ვერძი ამ თვეს შვებულების აღებას გადაწყვეტს, მას ის
საოცნებო დასვენება ელის, რომელზეც დიდხანს ოცნებობდა. შესანიშნავად დაისვენებს და მთელი წლის სამყოფ ძალებს მოიკრეფს. ფინანსებთან დაკავშირებითაც ყველაფერი კარგად იქნება. ზაფხულის პირველი თვე ახალ კავშირებს გპირდებათ, როგორც სამსახურში, ისე მის ფარგლებს გარეთ.


2. კურო

ამ თვეში კუროებს ძველი წყენების, უთანხმოების და პრობლემების მოგვარება მოუწევთ. საბოლოოდ, კურო შეძლებს, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ან საერთოდ გაწყვიტოს კავშირი.

შემოსავლების მხრივ, ეს თვე ძალიან ხელსაყრელია. თუ აქამდე ვერ ახერხებდით ზაფხულის დასვენებისთვის დანაზოგი გაგეკეთებინათ, ივნისში ეს ნამდვილად გამოგივათ.


3. ტყუპები

შესანიშნავი პერიოდია ტყუპებისთვვის. ახალი ნაცნობობა, სასიამოვნო შეხვედრები, პაემნები, საქმიანი მოლაპარაკებები - ყველაფერი წარმატებულად ჩაივლის, შესაძლოა მოგზაურობა, მაგრამ არა შორეულ მხარეებში. სამაგიეროდ, ჰარმონიულად დაისვენებთ და ძალებს აღიდგენთ.

ვარსკვლავები გვირჩევენ უარი ვთქვათ წყლის ტრანსპორტზე. თუ ამ თვეში მუშაობას გეგმავთ და არა დასვენებას, უკეთესია ახალი პროექტი დაიწყოთ. საერთო ჯამში, ივნისი ტყუპებისთვის მშვიდი პერიოდი იქნება.


4. კიბო

ეს თვე კიბოსთვის ჰარმონიულად ჩაივლის. ჰარმონია ექნება როგორც საკუთარ თავთან, ისე მთელ სამყაროსთან. ამიტომ, ივნისი საუკეთესო თვეა იმისთვის, რომ საკუთარ თავს დრო დაუთმოთ, ჩაუღრმავდეთ და ბოლოსდაბოლოს გაიგოთ, რა გინდათ ამ ცხოვრებაში.

ეს თვე ძალიან კარგია დალაგებისა და განწმენდისთვის, როგორც საკუთარ თავში, ისე სახლის საქმეებში. იყავით მშვიდად, მოეშვით და ნურაფერზე იღელვებთ, რადგან საბოლოოდ ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ დამთავრდება.


5. ლომი

ლომებისთვის ეს თვე მოვლენებით დახუნძლული იქნება. თვის დასაწყისში აღმაფრენაც გელით და დაცემაც, ხოლო რა იქნება შემდგომში, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

ამ პერიოდში ლომებს მართებთ არ მიიღონ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება და სიფრთხილე გამოიჩინონ ახალი ნაცნობობის დროს.

წარმატება და ახალი შესაძლებლობები კი ინტერნეტით მოვა.


6. ქალწული

ეს თვე ქალწულებისთვის საოცარი ცვლილებების დროა. წარმატება, გამართლება, კარგი ამბები გელით ზაფხულის პირველ თვეს. ეს შესანიშნავი პერიოდია შემოქმედებითი პროექტების დასაწყებად და ზღვაზე დასასვენებლად.

თქევნი ბედი თქვენს ხელთაა და თქვენი გადასაწყვეტია, რა მიმართულებას მისცემთ მას. მოუსმინეთ ინტუიციასაც, ივნისში ის ნამდვილად არ დაგაღალატებთ.

დასახული მიზნების მისაღწევად, შეეცადეთ დამოუკიდებლად იფიქროთ და იაზროვნოთ. შესაძლოა, ასეთი პრინციპულობა ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ სხვების აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.


7.სასწორი

სასწორებისთვის ეს თვე საინტერესო მოვლენებით, მოგზაურობით და ახალი ნაცნობებით გამორჩეული იქნება.

სასიყვარულო ურთიერთობებში სასწორებს სრული იდილია ექნებათ. ვარსკვლავები სასწორებს გამოკვეთილი მომხიბვლელობით და მაგნიტიზმით დააჯილდოებენ, რომელსაც ვერავინ გაუძლებს. შეეცადეთ საკუთარი მომხიბვლელობა ჭკუით გამოიყენოთ და მყარ, ხანგრძლივ ურთიერთობაზე იზრუნოთ.

ამ თვეში სასწორისთვის ოჯახი და მისი კეთილდღეობა პირველ ადგილზე იქნება. ამ პერიოდში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ოჯახური დაძაბულობები გაქრება. შესაძლოა საცხოვრებლის შეცვლაც, თანაც მთელი ოჯახით. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS