10 ივნისი, 2018
"დაგვეღუპება მომავალი თაობა" - სერია, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"მეგობრებო, უამრავი შეკითხვა დაგროვდა და საჭიროდ ვთვლით გავაკეთოთ ეს განმარტება: "ჩემი ცოლის დაქალების" თითოეული სერიის სცენარი იწერება სერიის გადაღებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე.

ნებისმიერი დამთხვევა მიმდინარე მოვლენებთან, არის უბრალოდ დამთხვევა" - ასეთი განმარტება გააკეთეს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" შემქმნელებმა გუშინდელი სერიის შემდეგ, რომელშიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მწვავე და მტკივნეული ბულინგის თემა იყო გაშუქებული და რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"ეს არის დღევანდელი რეალობა. მეტი ყურადღება სკოლას და მომავალ თაობას! ყველაზე კარგი და სწორი სერია
ამ სეზონში ჯერჯერობით".

"ძალიან ვინერვიულე ამ სერიის ყურებისას. ძალიან კარგად და ზუსტად არის 2 პრობლემა დასმული: 1. სკოლებში და საერთოდ, მოზარდებში ჩაგვრა და 2 - მშობლები არ იცნობენ შვილებს, სათანადო ყურადღებას და დროს არ უთმობენ. "ჯეკო, მოდი ისაუზმე და ჯეკო, თეთრი პური წამოიღე", აი, ესაა ზუსტად. ამის იქით არ მიდის მშობლების ურთიერთობა: რა აწუხებს, რა ტკივა, რა სჭირს და ა.შ... აი, ვხედავთ, ნინასთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმეა "ლაივები", სხვისი ცხოვრების განხილვა, სხვისი კაცების..."

"ამ ძალადობის სცენებმა საერთოდ ამიღო და გადამდგა. დღევანდელი რეალობაა ერთი ერთში. ჩემხელა დანებით რომ მოძრაობენ სკვინტლმოუხოცავი ბავშვები, ეს სკოლის დირექტორის და პრემიერ მინისტრის პრობლემა კი არა,
პირველ რიგში მშობლის პრობლემაა. სახლიდან რომ გადის ბავშვი, მე-4 კლასელი და დანა ჯიბეში არ ეტევა, ე, მანდ უნდა გადააღუნო თავზე ის დანა."

"ძალიან მძიმე რეალობა დავინახეთ ამ სერიაში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, მართლა საგულისხმო და საფრთხილოა. ვფიქრობ გონივრულ გამოსავალს იპოვით. გული დამიმძიმა ამ ბულინგის თემამ. მეტი საზოგადოების ჩართულობა გვჭირდება. დაგვეღუპება მომავალი თაობა."


"დამნაშავე ვართ ყველა. საღათას ძილში რომ გავატარეთ ამდენი დრო. ისე ვბრაზობ და მაწუხებს ეს რეალობა უკვე მახრჩობს. მაგრამ გამოსავალი ყველა სიტოაციიდან არსებობს და ხომ შეიძლება უბრალოდ ვიფიქროთ ცოტა. კომუნიკაცია დავამყაყოთ ერთმანეთთან გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა რომელიც გვაკისრია, მშობლების უფრო მეტი ჩართულობა ჭირდებათ ბავშვებს და სკოლისგან მხარდაჭერა ნომალური განათლება რომელიც მხოლოდ საზეპიროებით არ შემოიფარგლება, ხალხო,იქნებ უბრალოდ სასწავლო საგნები გვერდით გადავდოთ და უბრალოდ ვისაუბროთ ბავშვებთან. მალე ახალგაზრდები აღარ გვეყოლება თუ ასე გავაგრძელებთ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ უბრალოდ აქედან წავა ყველა იქ სადაც მომავალი მართლა არსებობს".

"ეს რანაირი სერია იყო? მაგრად დავიძაბე! თუმცაღა ახალი აქ არაფერი იყო! ჩემს ბავშვობაშიც ხდებოდა დანის მიდება, სკოლასთან დახვედრა, 5 კაცის 1 კაცზე გალაშქრება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დამრიგებელი ყოველთვის ქრისტიანულად გვზრდიდა. გულწრფელად ვიტყვი, ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც ვერც მანდატურები და ვერც კარგად დატრენინგებული პედაგოგები მოაგვარებენ! მშობელმა უნდა შთააგონოს შვილს, რომ თუ ვინმე ჩაგრავს, თქმა არ უნდა "ეგრეხებოდეს".

ჩემი ბიჭის ყოველი მომატებული დღე და წელი შიშს მგვრის,იმის მაგივრად რომ ვუყურო როგორ იზრდება და ვაჟკაცდება და ვბედნიერდებოდე. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყო ბულინგის მსხვერპლი. მაშინ არც ვეკითხებოდი ისე ვერეოდი მის საქმეში და ვაგვარებდი ხან ჩხუბით, ხან თხოვნა-ხვეწნებით. ახლა უკვე თინეიჯერობის ასაკს უახლოვდება და ამის შემდეგ იფრო ფრთხილი უნდა ვიყო, ბევრი რამ გამომაპაროს და ხისტად ვეღარ ჩავერიო. ჩემს გარშემო ხომ ყველაფერი ასე გართულდა, გახშირდა და მეც შიშმა შემიპყრო.ხან ვფიქრობ რომ სწორედ იქ დავაშავე როცა ადამიანობა, სიყვარული, ზრდილობა და წესიერი მოქცევა ვასწავლე.ვფიქრობ დავაპროგრამე კიდეც ბავშვი. სწორედ ამიტომ იჩაგრება ხშირად. იმიტომ, რომ ყველასნაირი მოძალადე და "ნაგლი" არაა. უკვე ტანჯვად მექცა იმის ყურება რომ ამის გამო ხშირად გულნატკენია. ამ სერიამ კიდევ უფრო დამაფიქრა და შიში მომგვარა. ვგიჟდები დევდარიანზე. ასე შორიდან. მაგარი გოგო ხარ გენაცვალე. წარმატებები შენ და ამ სერიალს. ყოჩაღ "ჯეკო". ისე ბუნებრივს გავდა მისი თამაში. ღმერთი ფარავდეს ყველა შვილს და ყველა დედას." განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS