მიუხედავად ვითარების სიმძიმისა, მაინც გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და აწ გარდაცვლილი დავით სარალიძის სახელის შებღალვა სცადა. ლალი მოროშკინამ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც მისივე სიტყვებით „მძიმე სიმართლეზე“ წერდა და ყვებოდა, რომ დათო მოძალადე იყო, ბავშვებს აბულინგებდა და მის წინააღმდეგ პირშეკრულმა მოსწავლეებმა მიიყვანეს ის ფატალურ შედეგამდე.
რასაკვირველია, ამ ინფორმაციას უემოციოდ
„ვერავინ იტყვის, რომ დათო ვინმეს ჩაგრავდა სკოლაში. ყველა მასწავლებელს უყვარს. ის იყო ბავშვი პოზიტივი. თვითონაც ხშირად მღეროდა ხოლმე, მე ბიჭი პოზიტივი ვარო. იყო საოცრად მეგობრული, მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობის მქონე. იყო სპორტულ ცხოვრებაში ჩართული, სკოლაში არაერთი სპორტული ღონისძიების მოთავე. ერთადერთი შენიშვნა, რომელიც დისციპლინის მხრივ გვქონდა, ბუფეტს უკავშირდება - საჭმელად ჩასული ხანდახან გაკვეთილზე შესვლას ცოტათი აგვიანებდა ხოლმე. სულ ეს არის, რაც დათოს ისტორიაში შენიშვნის სახით იძებნება“.
ამის პარარელურად, პიარსპეციალისტი და სხვადასხვა კომპანიის საზოგადეობასთან ურთიერთობის მენეჯერი ირმა ცქიტიშვილი, სოციალურ ქსელში ამ თემაზე სტატუსს აქვეყნებს და დავით სარალიძის შესახებ წერს:
„სტატუსი ვნახე მეგობრის კადელზე. გამიხარდა, რომ მეც იგივე მოცემულობა ვიცოდი და ამ ბავშვების დახასიათებაც დაემთხვა ჩემსას!
ასე იყო ჩემს ბავშობაში და ალბათ ასე იქნება მუდამ - ყოველთვის უდანაშაულო ბიჭები ეწირებოდნენ კონფლიქტს (ცხოვრებისეული კლასიკაა - "არაფერშუაში" მყოფი ბიჭების ტრაგედია!
სამწუხაროდ, ასე ხდებოდა და არც ეს "ხორავას" შემთხვევაა გამონაკლისი. თუმცა, როგორც არ უნდა შეეფუთათ, დაემალათ და გადაეკეთებინათ ამბავ , სხვადასხვა მიზეზის გამო, ყოველთვის ვიგებდით სიმართლეს და "დამნაშავეების" ვინაობას. შემდგომ ეს ყველაფერი ირჩეოდა ვიწრო წრეში, "ახლობელთან " ჭორაობისას, ჩუმად და "არავისთან არ თქვას" ხაზგასმით!
ზუსტად იგივე ხდება ახლაც! იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ ვიწრო წრე კი არა, მთელი ქვეყანა იგებს სიმართლეს! და რანაირად გინდა "არ თქვა არსად".
არ მუშაობს დამალვის მექანიზმი, სხვა საუკუნეა, სხვა შესაძლებლობებია და სხვა მენტალიტეტია, რომელიც მრავალი სავალალო მაგალითის (დაუსჯელობის სინდრომით მიღებული) შედეგად ჩამოყალიბდა... იხილეთ ვრცლად: