07 ივნისი, 2018
7 მიზეზი, რომ დაჭრილი ლიმონი ყოველ საღამოს საწოლთან დაიდოთ
ლიმონისგან ჰაერის გამწმენდი საშუალება სახლის პირობებში ძალიან მარტივად მზადდება. უნდა აიღოთ ლიმონი, დაჭრათ ოთხ ნაწილად და ცოტაოდენი მარილი დაუმატოთ. მზადაა!

მოათვსეთ საწოლთან, სადაც იძინებთ და დატკბით ლიმონის სასიამოვნო სურნელით.

გთავაზობთ ჰაერის გამწმენდი ამ საშუალების 7 ფუნქციას:

1. ხსნის სტრესს
ადამიანების უმრავლესობა დაძაბულობასა და განგაშს ღამით განიცდის.
საწოლთან ლიმონის რამდენიმე ნაჭერი დაგამშვიდებთ. კვლევის თანახმად, ციტრუსის სურნელი ადუნებს ტვინის ტალღებს და ადამიანის ემოციებს ამშვიდებს.

2. ეხმარება ყურადღების კონცენტრირებაში
ძილის წინ კონცენტრაცია ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ უძილობა გაწუხებთ და ფიქრების
მოზღვავებას ვერ აჩერებთ.
კარგი ძილი რომ გქონდეთ, უნდა კონცენტრირდეთ დადებითზე. სწორედ ამისთვის გამოგადგებათ ლიმონის არომატი, რომელიც კონცენტრაციას აუმჯობესებს.

3. ეხმარება ცხვირში დისკომფორტის დროს
როცა ცხვირით სუნთქვა გიჭირთ, რთულია დაძინება. საბედნიეროდ, ლიმონი ეხმარება გაჭედილი ცხვირის დროს, რის შემდეგაც სუნთქვა გაგიადვილდებათ.

4. ეხმარება მწერებთან ბრძოლაში
დაგღალათ ღამით მწერების კბენამ? ლიმონი ნებისმიერ მწერს აფრთხობს. ხოლო თუ დაფრთხობის ეფექტის გაძლიერება გსურთ, ლიმონის ნაჭერს დაუმატეთ მიხაკი.

5. აძლიერებს ენერგიულობას და მომდევნო დღისთვის კარგ განწყობას გპირდებათ
ლიმონის ნაჭერი დილით გაღვიძებას გაგიმარტივებთ. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ ლიმონის სურნელი ტვინში სეროტონინის დონეს ზრდის.

6. წმენდს ჰაერს
ბოლოს როდის დაფიქრებულხართ საძინებელ ოთახში ჰაერის ხარისხზე? არ გახსოვთ?
მაშინ სწრაფად დაჭერით ლიმონი.
ეს ხილი შესანიშნავად წმენდს ჰაერს და მას ოთახიდან საღებავის სუნის სწრაფად განდევნაც კი შეუძლია.

7. ამცირებს არტერიულ წნევას
ლიმონის არომატი ამცირებს სისხლის წნევას. იქიდან გამომდინარე, რომ ჰიპერტონია ადამიანების უმრავლესობას აწუხებს, ლიმონი ყველა ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS