05 ივნისი, 2018
სკოლაში ბიჭებს შორტების ტარება აუკრძალეს და ქვედა ბოლოების ჩაცმის ნება დართეს - „გენდერულად ნეიტრალური“ პოლიტიკა
ინგლისის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ზაფხულში შარვლის ტარებისას ძალიან ცხელა, მოსწავლეებს უფლება ეძლევათ შარვალი მხოლოდ ქვედა ბოლოთი ჩაანაცვლონ.

როგორც "Daily Mail"-ი გვამცნობს, ჩილტერნ-ეჯის სკოლაში, რომელიც ოქსფორდშირის საგრაფოში მდებარეობს, ბიჭებს შორტების ტარება აუკრძალეს. ახლა მათ უნდა ჩაიცვან შარვლები ან ქვედა ბოლოები.

როცა ერთ-ერთმა მშობელმა იკითხა, შეიძლებოდა თუ არა მის შვილს შორტები ეტარებინა, სკოლის ხელმძღვანელობამ უპასუხა, რომ ახალი წესები არ ვრცელდებოდა. როგორც სკოლამ დაადასტურა, „გენდერულად ნეიტრალური“ პოლიტიკაა და ბიჭს ქვედა ბოლოს ტარებას არავინ უკრძალავს, თუ ბავშვს ამის სურვილი
აქვს.

გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკა სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინგლისის სკოლებში, რათა არ დაუშვან ტრანსგენდერი მოსწავლეების დისკრიმინაცია. ბევრ სკოლაში შარვლებისა და ქვედა ბოლოების ტარება ნებისმიერი სქესის მოსწავლეს შეუძლია.

ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS