31 მაისს, შუადღისას მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომელმაც დაადგინა, რომ მკვლელობის საქმეში მკვლელი არ არსებობს. აი ასე, მოკლული დათო სარალიძე არავის მოუკლავს. ეს საზარელი ამბავი კი ბიჭის მამისგან გავიგეთ. სასოწარკვეთილი, ცრემლიანი ზაზა სარალიძე მთელ საქართველოს ემუდარებოდა, მარტო არ
აქციებზე არასოდეს დავდივარ, ალბათ იმიტომ, რომ ორგანიზატორების გულწრფელობაში ყოველთვის ეჭვი მეპარება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელი იყო - შეუძლებელია, შვილმკვდარ მამას არ ენდო. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, დათოს მკვლელი ციხეში უნდა წავიდეს, ამაზე ყველა შევთანხმდით, სოციალურ ქსელში აქცია დაიგეგმა და მეგობრებთან ერთად შევუერთდი.

პარლამენტთან ჯერ კიდევ მაშინ მივედი, როდესაც პროკურატურასთან შეკრებილები რუსთაველის გამზირისკენ მიდიოდნენ. ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო შეკრება. თავდაპირველად, უმეტესად, ახალგაზრდა თაობა მოვიდა. მოგვიანებით კი ნაკადში შევნიშნე ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, არ გამოჩენილან ტელეეკრანზე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათი ახლობლები. ვფიქრობ - არა უშავს, პოლიტიკოსებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მთავარია, მიკროფონთან არ მიუშვან, რა ესაქმებათ ოპოზიციონერებს შვილმკვდარი მამის აქციაზე მიკროფონთან?!
მალე ზაზა სარალიძეც მოვიდა. მის გვერდით ზვიად კუპრავა დავინახე. ადამიანი, რომლის სახელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აქციების სასტიკ დარბევებს უკავშირდება. თავს ვირწმუნებ - არა უშავს, შვილმკვდარი მამაა, დახმარება სჭირდება, ბავშვის მკვლელები დასასჯელები არიან... იწყება მოწოდებები, რომ დაკითხონ სასწრაფოდ მირზა სუბელიანი, გაათავისუფლონ მოსამართლეები... ხალხი ტაშს უკრავს.
მოთხოვნები სულ უფრო იცვლება. „გადადგეს პრემიერი!“; „გადადგეს მთავრობა!“; „ბიძინა, წადი!“; - აღარავის, საერთოდ აღარავის ახსოვს დათო სარალიძე, რომელიც სახლიდან გავიდა და ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. პატარა ბიჭი, რომლის მკვლელი ახლა, სავარაუდოდ, სახლში მოკალათებული კომპიუტერული თამაშებით ირთობს თავს. „გადადგეს ლევან იზორია!“; „გადადგეს თეა წულუკიანი!“; „გადადგეს გახარია!“...
განაგრძეთ კითხვა: