31 მაისი, 2018
256 წლის მამაკაცმა სიკვდილის წინ სამყაროს ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაუმხილა
ლი ცინიუნი ამტკიცებდა, რომ 1736 წელს ციცზიანსიანში დაიბადა, ზოგიერთი წყარო კი ამბობს, რომ ლი 1677 წელსაა დაბადებული.

ცხოვრების დიდი ნაწილი მან სიჩუანიის მთებში გაატარა, სამკურნალო ბალახებს აგროვებდა და სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდა.

Rating

ერთხელ ლის ჰკითხეს, რა არის მისი სიცოცხლის საიდუმლო და მან უპასუხა:

„გული სიჩუმეში გააჩერეთ, იჯექით, როგორც კუ და იარეთ მტრედივით მხიარულად, იძინეთ ისე, როგორც მცველ ძაღლს სძინავს“.

ლი ამტკიცებდა, რომ შინაგანი სამყარო და სიმშვიდე, სუნთქვის ვარჯიშებთან ერთად, მისი დიდხანს სიცოცხლის საიდუმლოა.

როგორც
ჩანს, აქ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისმა დიეტამაც. თუმცა, გასაოცარია, რომ დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას, მის გონებას უკავშირებდა.

მაგრამ ასეთი მხოლოდ ლი არ ყოფილა.

ლის ერთ-ერთი მოსწავლის თქმით, ერთხელ ის შეხვდა კაცს, რომელიც 500 წელზე მეტი ხნის იყო.

მან ასწავლა სუნთქვის ვარჯიში ციგუნი და რამდენიმე მისცა დიეტური რეკომენდაცია, რომელიც მას სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმარებოდა.

Rating

სიკვდილის წინ ლიმ ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: „მე ყველაფერი გავაკეთე, რაც ამ სამყაროში უნდა გამეკეთებინა. მე სახლში ვბრუნდები“.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS